მშობლები

ძვირფასო დედიკო, ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ დასვენების დროს - შენ ეს დაიმსახურე

ძვირფასო დედიკო, ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ დასვენების დროს - შენ ეს დაიმსახურე

დედობა ერთ-ერთი ყველაზე რთული და შრომატევადი საქმეა. თუ დედა ხართ, ალბათ, იშვითად აძლევთ თავს განტვირთვის საშუალებას და თუ ისვენებთ, დანაშაულის გრძნობა არ გტოვებთ.

სულ ტყუილად - როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისთვისაც კარგი იქნება თუ საკუთარ თავს განტვირთვის, ძალების აღდგენის საშუალებას მისცემთ. ეს უბრალოდ აუცილებელია.

1. ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ დასვენების დროს. დასვენებას მხოლოდ კი არ იმსახურებ, არამედ ის გჭირდება - არაუშავს, თუ ტაიმ-აუტს აიღებ. ეს არ გაკნინებს. ნებისმიერ შემთხვევაში შენი შვილისთვის სუპერგმირი ხარ და შენს შვილს სურს, რომ ბედნიერი იყო, რომ დაისვენო, განიტვირთო, ენერგია აღიდგინო. 

ძვირფასო დედიკო, ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ დასვენების დროს - შენ ეს დაიმსახურე

2. ნუ ფიქრობ, რომ საუკეთესო დედა არ ხარ და თავს ნურაფერში იდანაშაულებ.

3. ნუ ცდილობ, რომ ყველაფერი სრულყოფილად გააკეთო - სრულყოფილება არ არსებობს, ეს ილუზიაა, შენი შვილისთვის ნებისმიერ შემთხვევაში საუკეთესო ხარ და ის შენგან არ მოითხოვს სრულყოფილებას. 

ძვირფასო დედიკო, ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ დასვენების დროს - შენ ეს დაიმსახურე

4. შეისვენე და ნუ ცდილობ, ყველაფერი ყოველთვის წესრიგში გქონდეს - ყველა საქმე შენი გასაკეთებელი არ არის. გაუნაწილე პასუხისმგებლობა მამას.

5. ნუ იფიქრებ, რომ წარუმატებელი და ხელმოცარული ხარ - შენ ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძელო და დაიმსახურე, რომ ციტა ხნით საკუთარ თავთან, მშვიდად დარჩე და საკუთარი თავისთვის გამოყო დრო.

ძვირფასო დედიკო, ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ დასვენების დროს - შენ ეს დაიმსახურე

6. დაისვენე და ნუ ფიქრობ, რომ თუ ყველა საქმეს თავად არ გააკონტროლებ, სამყარო დაინგრევა - ნუ გეშინია, ყველას შეუძლია თავის მიხედვა, შენს შვილსაც. შენ გარეშე ის ცოტა უფრო მეტ დამოუკიდებლობასაც ისწავლის. მიეცით მას საშუალება, რომ გაიზარდოს.

ძვირფასო დედიკო, ნუ იგრძნობ თავს დამნაშავედ დასვენების დროს - შენ ეს დაიმსახურე



<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>