მეჯვარის კაბის შერჩევა არ არის მარტივი. თუ მეჯვარე ხართ, თქვენ შთამბეჭდავად უნდა გამოიყურებოდეთ და ბრწყინავდეთ. ამისთვის კი, შესაბამისი კაბა გჭირდებათ. ვნახოთ, როგორი კაბებია 2019 წელს ტრენდული - ვფიქრობთ, ამ სტატიის ნახვის შემდეგ, მარტივად შეძლებთ კაბის სტილის შერჩევას.

1. მოდაშია გრძელი, წინ ოდნავ მოკლე და დეკოლტე კაბა.

2. მარტივი, სადა წითელი კაბა, რომელიც რომანტიკულ ელფერს შეგძენთ.

3. აბრეშუმის კაბა პომპეზური წვეულებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

4. შავი და ელეგანტური მუხლამდე სიგრძის კაბა.

5. ულამაზესი, ვერცხლისფერი აბრეშუმის კაბა, რომლითაც ყველას ყურადღებას მიიპყრობთ.

6. ნეიტრალური ფერი, პრინცესას კაბა, რომელიც წითელ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან იდეალური იქნება.

7. წითელი სადღესასწაულო კაბა, დახვეწილი, სექსუალური და ცეცხლოვანი ქალებისთვის.

8. მხრებზე მოშიშვლებული, გრძელი შავი კაბა, რომელიც ვიზუალს სექსუალურ და ელეგანტურ ელფერს აძლევს.

9. მუქი მწვანე სადღესასწაულო კაბა დაგეხმარებათ, რომ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

10. ყვავილების პრინტით გაფორმებული რომანტიკული სადღესასწაულო კაბა, რომელიც განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ ქორწილი ზღვის სანაპიროზე იმართება.

11. შავი, ტანზე მომდგარი, გრძელი კაბა - ყველაზე სექსუალური გადაწყვეტილება.

12. თეთრი კაბა შავი კოპლებით.

13. ღია ვარდისფერი, გრძელი კაბა, რომელიც მეოცნებე ქალის ელფერს მოგცემთ.

14. მუხლამდე სიგრძის, კომფორტული კაბა.

15. იისფერი კაბა, რომელიც ვიზუალს განსაკუთრებულ ქალურ და რომანტიკულ ელფერს მისცემს.