LIFE

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

1. შარლოტა ბრონტე

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

ინგლისელ პოეტსა და რომანისტს შარლოტა ბრონტეს საკუთარი უნიკალური ხერხი გააჩნდა თუ როგორ უნდა დაეძლია შემოქმედებითი კრიზისი. როდესაც ის რითმას ვერ პოულობდა, მიდიოდა სამზარეულოში და თლიდა კარტოფილს. ასეთი მონოტონური საქმიანობის შემდეგ შარლოტა ბრუნდებოდა სამუშაო მაგიდასთან ახალი ძალებითა და იდეებით.

2. ემილ ზოლა

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

ემილ ზოლამ იცოდა, რომ მას ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა უჭირდა. ამიტომ, როდესაც ტექსტის წერას გადაწყვეტდა საკუთარ თავს სკამზე აბამდა. თუ, უცნაური ლაიფჰაკის მიუხედავად მუზა მაინც ტოვებდა მას, ზოლა მუდმივად წერდა ფურცელზე: „არ იწერება... არ იწერება... არ იწერება“. მაგრამ საკუთარ მეგობრებს არწმუნებდა, რომ ადრე თუ გვიან, ის მაინც დაიწერებოდა.

3. მიქელანჯელო

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

ვინ იფიქრებდა, რომ „დავითის“ ქანდაკების ავტორი სრულიად არ იცავდა ჰიგიენის წესებს. ცნობილ მოქანდაკესა და მხატვარს შეეძლო რამდენიმე დღე ზედიზედ ევლო ერთი და იგივე ტანსაცმლით და დაეძინა კიდეც ჩაცმულს. მიქელანჯელოს ეშინოდა შხაპის, რადგან თვლიდა რომ მავნებელი იყო ჯანმრთელობისთვის.

4. უინსტონ ჩერჩილი

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უამრავი უცნაური ჩვევა ჰქონდა. მაგალითად, მას ძალიან უყვარდა შიშველად მუშაობა. სწორედ ამ მიზეზის გამო არ უჩერდებოდნენ მდივანი ქალები. ერთხელ ჩერჩილის კაბინეტში შევიდა თეოდორ რუზველტი და პოლიტოკოსი სრულიად შიშველი დახვდა. ჩერჩილს არ შერცხვა და უბრალოდ მიუგო: „მე არაფერი მაქვს დასამალი ამერიკის პრეზიდენტისგან“. ჩერჩილის კიდევ ერთი თავისებური ჩვევა ჰქონდა, ის ყოველ ღამეს ცვლიდა ლოგინის თეთრეულს.

5. პაპი ფრანცისკი

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

ახლანდელი რომის პაპი საკმაოდ პროგრესულია ადამიანია. მას უყვარს პიცა და ნაყინი, გულშემატკივრობს საფეხბურთო კლუბს „სან-ლორენსო დე ალმაგროს“, და კიდევ ძალიან უყვარს ტანგო. სწორედ ამიტომ პაპის დაბადების 78-ე იუბილესთან დაკავშირებით წმინდა პეტრეს მოედანზე რომში მოაწყეს საცეკვაო ფლეშმობი: ასობით ადამიანმა იცეკვა არგენტინული ტანგო და ამით მიულოცა ეკლესიის ისტორიაში პირველ არგენტინელ პონტიფიკს.

6. ჯონი დეპი

6 ცნობილი ადამიანის ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ჩვევები

ცნობილ მსახიობს უჩვეულო გატაცება აქვს: ის თოჯინა ბარბის კოლექციას აგროვებს. თავდაპირველად დეპი თოჯინებით თავის ქალიშვილ ლილი-როუზთან ერთად თამაშობდა, მერე კი ამან ისე ჩაითრია, რომ საკუთარი თავისთვისაც დაიწყო თოჯინების ყიდვა. დეპს განსაკუთრებით უნიკალური ეგზემპლარები უყვარს, ისეთები როგორიც ბიონსეს ან ლინდსი ლოჰანის თოჯინური ასლებია. ბარბის გარდა, ჯონი ასევე ყიდულობს თოჯინებისთვის ნაირნაირ აქსესუარებს, ტანსაცმელსა და ავეჯს.



<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>