გარდერობის გაახლება რომ უმნიშვნელოვანესია, ამაში ქალების დიდი ნაწილი დაგვეთანხმება. გარდა იმისა, რომ ყოველი ახალი სეზონისთვის შესაბამისი ტრენდული სამოსი უნდა გვქონდეს, ამავდროულად, ახალი ტანსაცმელი ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც დადებითად მოქმედებს და ჩვენს პოზიტიურ განწყობას განაპირობებს.
ვნახოთ 9 ტრენდული რამ, რასაც 2019 წელს მოდური ქალები ჩაიცვამენ და მთავარი ტენდენცია იქნება.
1. ექსტრავაგანტული ქალი - შეგიძლიათ უჩვეულო სიმეტრიის მქონე ჯინსის კაბას სპორტული სტილის მაისური შეუსაბამოთ და ის გრძელ პიჯაკთან ჩაიცვათ.
2. მოკლე შორტებიწლის მთავარი ტენდენციაა - მოკლე შორტები შეგიძლიათ ჩაიცვათ ყველგან. ჩაიცვით ის კლასიკურ პერანგთან და პიჯაკთან. ასეთი სტილით წვეულებაზეც კი შეგიძლიათ წახვიდეთ.
3. ველური, ველური დასავლეთი - ე.წ. ქაუბოის სტილის ჩექმა კიდევ უფრო აქტუალური ხდება. შარვლის გარდა, ის შეგიძლიათ საშუალო სიგრძის კაბასთანაც ჩაიცვათ.
4. მოდაშია ფოჩებით გაფორმებული, ნაქსოვი სამოსი - 2019 წელს ასე ყველაზე ტრენდული ქალები ჩაიცვამენ.
5. ე.წ. ველოსიპედისტის შორტები - ამ სტილის შორტები გასულ წელსაც აქტუალური იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის მოდაში ბელა ჰადიდმა დაამკვიდრა. 2019 წელს ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია იქნება.
6. დეკოლტე, უფრო მეტი სიშიშვლე და სითამამე - მოდური და თანამედროვე ქალი გამბედავია. ის თამამია და ამ სითამამეს სამოსის შერჩევისასაც ავლენს. 2019 წელს ტრენდულია დეკოლტე სამოსი, ისეთი ტანსაცმელი, რომელშიც უფრო მეტი სიშიშვლე ჩანს და უფრო სექსუალურ იერს გაძლევთ.
7. მსუბუქი, როგორც ბუმბული - სამოსის შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ იმაზე, რომ ჰაეროვანი, მსუბუქი სილუეტი შექმნათ. ტრენდულია ბუმბულებით გაფორმებული ტანსაცმელი, რომელიც როგორც მოდის კრიტიკოსები ამბობენ, ჰაეროვანი ქალის იერს მოგცემთ.
8. მოდაშია სამოსი, რომელიც ერთმანეთთანაა თანხვედრაში - მაგალითად, მსგავსი სტრუქტურისა და ფერის მქონე პიჯაკი და შარვალი, ან პიჯაკი და კაბა.
9. ტრენდულია საზაფხულო ფეხსაცმელი, რომელიც 80-იანი წლების ინსპირაციითაა შექმნილი - ის თქვენს სილუეტს რომანტიკულ და უფრო ქალურ ელფერს შემატებს.
თემები: მოდა, რჩევები ქალებს, ტრენდი, ქალები, 2019 წლის ტენდენციები, 2019 წელი
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია