სტილი

ოთხი სტილის კაბა, რომელიც სამეფო ოჯახის ყველა ქალს აქვს

ოთხი სტილის კაბა, რომელიც სამეფო ოჯახის ყველა ქალს აქვს

სხვადასხვა ქვეყნების სამეფო ოჯახების ქალების ჩაცმის სტილს შორის დიდი განსხვავებაა. ისინი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად იცვამენ და ყველას თავისი უნიკალური, ინდივიდუალური სტილი აქვს, მაგრამ მათ შორის შესაძლებელია საერთოს პოვნა.

ვნახოთ ოთხი სტილის კაბა, რომელიც ყველა სამეფო ოჯახის თითქმის ყველა ქალს აქვს.

1. ყვავილების პრინტით გაფორმებული საშუალო სიგრძის კაბა - პირველ ფოტოზე ესპანეთის დედოფალი ლეტიციაა აღბეჭდილი და მას „ზარას“ კაბა აცვია. მეორე ფოტოზე კი ქეით მიფლტონია „პრადას“ კაბაში.

BO-1 Multipic:

2. კაბა პიჯაკის სტილით - პირველ ფოტოზე მეგან მარკლი, ხოლო მეორეზე დედოფალი ლეტიციაა აღბეჭდილი და როგორ ხედავთ, მათ მსგავსი სტილის კაბების აცვიათ.

BO-2 Multipic:

3. ფარფლებიანი საღამოს კაბა - პირველ ფოტოზე ქეით მიდლტონია ალექსანდერ მაკქუინის კაბაში, მეორე ფოტოზე მსგავსი, ვინტაჟური სტილის კაბა აცვია პრინცესა დინა ალჯუჰანი აბდულაზიზს, მესამე ფოტოზე მაგან მარკლს ხედავთ მსგავსი სტილის ცისფერი კაბით. ასეთი სტილის კაბა აცვია იორდანიის დედოფალ რანიასაც.

BO-3 Multipic: BO-4 Multipic:

4. კაბა პალტოს სტილში - პირველ ფოტოზე ასეთი სტილის კაბა-პალტო ქეით მიდლტონს აცვია და მსგავსი სტილის სამოსი აცვია მეორე ფოტოზე დედოფალ რანიასაც.

BO-5 Multipic:



<a href="https://www.whowhatwear.com">https://www.whowhatwear.com</a>