რომელი ხილი და ბოსტნეული უნდა დაუმატოთ წყალს იმისთვის, რომ ჯანმრთელები იყოთ
- 17.04.2019
წყლის დიდი რაოდენობით მიღება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, ახალგაზრდული იერის შენარჩუნებისთვის. კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ, თუ წყალს ბოსტნეულს, ან ხილს დაუმატებთ.
ვნახოთ 8 ბოსტნეული და ხილი, რომელიც წყალს უნდა დაამატოთ იმისთვის, რომ უფრო მეტი სარგებელი მიიღოთ.
1. ლიმონი - ლიმონი ყველაზე პოპულარული ხილია, რომელსაც წყლის დამატებით ინგრედიენტად იყენებენ. ლიმონიანი წყალი გმატებთ ენერგიას, გავსებთ პოზიტივით, ხართ კარგ განწყობაზე და ეს ყველაფერი შაქრისა და ზედმეტი კალორიების გარეშე.
2. კიტრი - დაჭერით კიტრი და ჩაყარეთ ის წყალში. დაელოდეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ მიირთვით. ასეთი სასმელი ახალგაზრდობის ელექსირია.
3. გრეიფრუტი - გრეიფრუტიანი წყალი დაგეხმარებათ ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. ის ხელს უწყობს გულ-სისხძარღვთა სისტემის ჯანსაღად ფუნქციონირებას.
4. ფორთოხალი - ფორთოხლიანი წყალიც შესანიშნავია თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გსურთ. ის ორგანიზმს ამდიდრებს ვიტამინებით და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
5. მარწყვი - მარწყვიანი წყალი უგემრიელესი ტკბილი სასმელია, რომელიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ და ის თქვენი საყვარელი სასმელი გახდება.
6. პიტნა - პიტნიანი წყალი გემრიელი სასმელია, რომელიც იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და გულ-სისხძარღვთა სისტემას უკეთ მუშაობას უწყობს ხელს.
7. ჟოლო - ჟოლოს არომატით წყალი ზაფხულში საუკეთესო სასმელია. ის ჯანსაღი სასმელია, რომელი ენერგიით აგავსებთ.
8. ლაიმი - ის არც ისე პოპულარულია, თუმცა დაახლოებით ისეთი ეფექტი აქვს, როგორც ლიმონს.
თემები: დიეტა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები
<a href="https://food.allwomenstalk.com/">https://food.allwomenstalk.com/</a>