გამქრალი ვარსკვლავები - 10 პოპულარული ადამიანი, რომლებიც აღარ ჩანან
- 18.04.2019
უამრავი ადამიანი ოცნებობს პოპულარობაზე, მაგრამ ზოგიერთი როცა პოპულარული ხდება, აცნობიერებს, რომ ეს არც ისე მომხიბვლელი რამაა. პოპულარობა ბევრ სირთულესთან გამკლავებას მოითხოვს. პოპულარობა არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება წარმატებული კარიერა გექნება.
ვნახოთ ვარსკვლავები, რომლებიც წარმატებულები იყვნენ, მაგრამ წლების შემდეგ მათი კარიერა ვეღარ აეწყო და საზოგადოებამ სწრაფად დაივიწყა.
1. ნივ კემპბელი - ის პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 90-იან წლებში მთავარი როლი შეასრულა საშინელებათა ფილმში - „კივილი“. ფილმმა მსახიობს წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა. თუმცა შემდეგ მის კარიერაში კრიზისული ეტაპი დადგა. მას ამ ფილმის გარდა მნიშვნელოვანი როლი აღარ მიუღია.
2. ვანილა აისი - ის პირველი რეპერია, რომლის სიმღერაც Ice Ice Baby მუსიკალურ ტოპ ათეულში მოხვდა და საოცარი პოპულარობა მოუტანა. რეპერს პოპულარობა მობეზრდა და მისთვის ეს მოსაწყენი გახდა.
3. PSY – 2012 წელს მისმა ვიდეომ სიმღერაზე Gangam Style ყველა რეკორდი მოხსნა. მას YouTube-ზე ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდა და მთელი მსოფლიო ამ სამხრეთ კორეელ მუსიკოსზე საუბრობდა. ევროპის ქვეყნებში სიმღერა თვეების განმავლობაში მუსიკალურ ათეულებში ლიდერობდა. PSY ისევ მუსიკალურ კარიერას მისდევს და ახალ სიმღერებსაც წერს, თუმცა მისი არც ერთი სიმღერა აღარ ყოფილა Gangam Style-ის მსგავსად პოპულარული.
4. Robert Englund - ფრედი კრიუგერი მისი მთავარი როლი გახდა. ამ როლით ის საოცრად პოპულარული გახდა. დღეს ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია მასში ერთ დროს პოპულარული მსახიობის ამოცნობა.
5. რიკ მორანისი - 80-იან წლებში რიკ მორანისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომიკოსი იყო აშშ-სა და კანადაში. ის თამაშობდა მთავარ როლს ფილმებში Ghost Busters, Honey, I Shrunk the Kids. მის კარიერას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში მისი ცოლი სიმსივნით გარდაიცვალა, რის შემდეგაც მსახიობმა გადაწყვიტა, რომ თავი დაენებებინა კარიერისთვის და მთელი დრო შვილებზე ზრუნვისთვის დაეთმო.
6. Crazy Town - ეს ბენდი 1995 წელს ჩამოყალიბდა. 1999 წელს მათი სიმღერა Butterfly მთელი მსოფლიოს მასშტაბით საოცრად პოპულარული გახდა, თუმცა ამის შემდეგ მათი ნამუშევრები აღარ ყოფილა წარმატებული. ჯგუფი არ დაშლილა, დღემდე არსებობს, წერენ ახალ სიმღერებს და ახალ ალბომებს გამოსცემენ, თუმცა ძველებურად წარმატებულები აღარ არიან.
7. ჰეიდენ კრისტენსენი - ჰეიდენ კრისტენსენი ბავშვობიდან ასრულებდა სხვადასხვა როლებს ფილმებში, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობა „ვარსკვლავურმა ომებმა“ და ანაკინ სქაიუოკერის როლმა მოუტანა. დღეს მსახიობი იშვითად მონაწილეობს ფილმებში და თუ მონაწილეობს, მეორეხარისხოვანი როლი აქვს.
8. Bomfunk MC’s - ეს იყო ფინური ბრეიკბიტ ჯგუფი, რომელიც ორმა დიჯეიმ ჩამოაყალიბა, თუმცა პოპულარულები მხოლოდ 1998-2000 წლებში იყვნენ.
9. შელი დიუვალი - მას წარმატებული კარიერული დასაწყისი ჰქონდა. კანის ფესტივალზეც კი მოიპოვა გამარჯვება ფილმში, 3 Women შესრულებული მთავარი როლისთვის. ამის შემდეგ ჰქონდა წარმატებული როლები ფილმებში The Shining, Annie Hall და ა.შ. 2002 წელს მან სამსახიობო კარიერას თავი დაანება. 2016 წელს სატელევიზიო შოუში გამოჩნდა, სადაც თქვა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
10. რუპერტ გრინტი - მსახიობი, რომელიც ჰარი პოტერში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს თინეიჯერობის დროს ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყო. დღეს კინოინდუსტრია მისით დიდად აღარ ინტერესდება. აქვს რამდენიმე როლი სხვადასხვა ფილმებში, მაგრამ „ჰარი პოტერი“ მის სამსახიობო კარიერაში ყველაზე წარმატებული ფილმია.
თემები: ფილმები, მსახიობები, ჰოლივუდი, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია