LIFE

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

ცხოვრება უამრავი სირთულითა და გამოწვევითაა სავსე და ხანდახან ძალიან გვჭირდება ყველაფრის დავიწყება და უბრალოდ გართობა, დასვენება, სიამოვნების მიღება. ვნახოთ 10 კომედია, რომელიც პრობლემებს ცოტა ხნით დაგავიწყებთ და შესანიაშნავ განწყობაზე დაგაყენებთ.

10. „სიმართლე კატებსა და ძაღლებზე“/The Truth About Cats & Dogs - ფილმში უჩვეულო პაემანს ნახავთ, რომლის შემდეგაც გმირებს საინტერესო თავგადასავალი ელით. ის სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. 

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

9. „ქაღალდის გული“/Paper Heart - ფილმის მთავარ გმირს, ჩარლინს, სიყვარულის არ სჯერა და თვლის, რომ ეს მხოლოდ გამოგონილია, რომ მითია. ჰოლივუდური სასიყვარულო ისტორიები მას სისულელედ მიაჩნია. ის მიდის სამოგზაუროდ, რათა დოკუმენტურად აღბეჭდოს, თუ რა არის სიყვარული სინამდვილეში. ეს მოგზაურობა კი მის ცხოვრებას მთლიანად ცვლის.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

8. „აფეთქება წარსულიდან“/Blast from the Past - ფილმის მთავარი გმირმა, ადამმა, 35 წელი ბომბსაფარში გაატარა. ხმაურიან საზოგადოებაში კი 90-იან წლებში მოხვდა. წესიერი, მგრძნობიარე ადამი ცდილობს ახალ რეალობას შეეჩვიოს და მისი ცხოვრება საიტერესო და სახალისო თავგადასავლად გადაიქცევა.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

7. „სიყვარულით როზი“/Love, Rosie - როზი და ალექსი ბავშვობის მეგობრები არიან. მათ ჰარვარდში ერთად სწავლა გადაწყვიტეს, მაგრამ როზი ვერ მიდის მასთან ერთად, რადგანაც სკოლის ფლეიბოისგან შვილს ელოდება. თუმცა ეს ისტორიის დასასრული არ არის.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

6. „მისტერ სამართლიანი“/Mr. Right - მარტა ხვდება ფრენსის და აანალიზებს, რომ ის სწორედ ის კაცია, ვინც სჭირდება და გადაწყვეტს, რომ ყველაფერი გააკეთოს მის მოსახიბლად, მაგრამ გოგონას წარმოდგენა არ აქვს, რა საიდუმლოს მალავს მისი ოცნების მამაკაცი.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

5. „ოსტინლენდი“/Austenland - მთავარი გმირი ჯეინი გატაცებულია ჯეინ ოსტინის წიგნებით და ეს ახალგაზრდა ქალი შეყვარებულია მისტერ დარსიზე და მას ოცნებებში, წარმოსახვაში ხედავს. შემდეგ ჯეინი მიდის ინგლისში, რათა თავისი საოცნებო მამაკაცი იპოვოს.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

4. Love Potion N9 - პოლი და დაიანა მეცნიერები არიან, რომლებიც ერთად მუშაობენ და არც ერთ მათგანს არ აქვს ბედნიერი პირადი ცხოვრება. ისინი სიყვარულის საპოვნელად მეცნიერულ ექსპერიმენტს ატარებენ, რომელიც წარმატებული აღმოჩნდება.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

3. She’s Out of My League - კირკი იპოვნის აიფონს, რომელიც მოლიმ დაკარგა. ისინი გადაწყვეტენ, რომ ერთმანეთს წვეულებაზე შეხვდნენ. მათ ერთმანეთი მოსწონთ, თუმცა კირკის ოჯახის წევრები თვლიან, რომ მოლი მათ წრეს არ ეკუთვნის და რომ მათი ოჯახისთვის შეუფერებელია.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

2. „ქეითი და ლეოპოლდი“/Kate & Leopold - ინგლისელი ჰერცოგი მომავალში მოგზაურობს და თანამედროვე ნიუ-იორკში წარმატებულ ქალს ხვდება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჰერცოგი წარსულში არ დაბრუნდეს.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ

1. „ზედმეტი ბარგი“/Excess Baggage - მილიონერის ქალიშვილი, ემილი, მამის ყურადღების მიპყრობას ცდილობს, მაგრამ წარუმატებლად. ის საკუთარი თავის გატაცებას გადაწყვეტს და ამისთვის შესაბამისი გეგმაც აქვს, მაგრამ პროფესიონალი ქურდი ვინსენტი, შემთხვევით იმ მანქანას მოიპარავს, რომელშიც ემილი იმალება.

10 კომედია ქალებისთვის, რომლებიც შესანიშნავ განწყობაზე დაგაყენებთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>