რითი უნდა შეცვალოთ ჩვეულებრივი ტუში - 2019 წლის ზაფხულის ტრენდი
- 28.04.2019
კლასიკური შავი ტუში - ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ კიდევ უამრავი ფერი არსებობს. რატომაც არ უნდა განაახლოთ საკუთარი მაკიაჟი სტილური სიახლეებით? ფერადი ტუში ახლა პოპულარობის პიკზეა - თქვენ მხოლოდ საკუთარი ფერი უნდა აირჩიოთ.
1. ულტრამარინი
არჩევანი: MAC In Extreme Dimension Lash Mascara, Hold for 10
ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ფერი პალიტრაში. თუ მოგინდებათ მოსინჯოთ საკუთარ თავზე ფერადი ტუში, აუცილებლად შეჩერდით ამ ფერზე.
2. ვარდისფერი
არჩევანი: Dior Diorshow Pump’n’Volume, Pink Pump
თუ ტუშის ლურჯი ელფერები არ წარმოადგენს იშვიათობას და მათი შოვნა არ არის რთული, ამჯერად არჩევანი გაჯერებულ ვარდისფერზე უნდა გააკეთოთ.
3. მწვანე
არჩევანი: M.A.C. In Extreme Dimension/Work It Out in Hottie With a Body
ჩაიძირეთ ზაფხულის ხასხასა სიმწვანეში. ტუშის შემადგენლობაში ბევრი სასარგებლო ინგრედიენტია, ამიტომ, გარდა ესთეტიკური სიამოვნებისა, წამწამებს ხარისხიანად მოუვლით.
4. ლალისფერი
არჩევანი: Givenchy Noir Interdit, Dark Red
ღრმა წითელი შესანიშნავად უსვამს ხაზს მწვანე და თხილისფერ თვალებს და ამავდროულად გულისამაჩუყებლად არბილებს მზერას.
5. ფირუზისფერი
არჩევანი: Vivienne Sabo Cabaret Première, 03
საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ტუში. ის შესანიშნავად ღებავს მუქ წამწამებს. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ამ ტუშს შეუძლია ნებისმიერ მაკიაჟში მკვეთრი აქცენტების შემოტანა.
6. ოქროსფერი
არჩევანი: Lancôme Big Color, Fabulous Gold
მათთვის, ვისაც სურს შემატოს საკუთარ სახეს რომანტიკული იერი. წამწამებზე ოქროსფერი პრაქტიკულად შეუმჩნეველია. მაგრამ გამოიყურება ძალიან მომხიბვლელად.
7. მელნისფერი
არჩევანი: Dior Diorshow Mascara in 168 Pro Purpl
ღრმა, მეტყველი, მიმზიდველი მზერა უზრუნველყოფილი გაქვთ.
8. ყვითელი
არჩევანი: Yves Rocher COLORS, ფერი ყვითელი
ყველაზე გაბედული და თამამებისთვის. არასტანდარტული ფერი არ დაგტოვებთ გარშემომყოფების ყურადღების გარეშე. მაგრამ თქვენ ხომ სწორედ ეს გინდათ, ასე არ არის?
9. კობალტი
არჩევანი: L’Oréal Paris Voluminous Mascara in 900 Cobalt Blue
ის, რაც უხდება ქერათმიანებს ან წითურებს, შეიძლება იქცეს კატასტროფად მუქთმიანებისთვის, მაგრამ ლურჯი კობალტი - შესანიშნავი არჩევანია შოკოლადისფერთმიან გოგონებისთვის ყავისფერი თვალებით.
თემები: მაკიაჟი, 2019 წლის ტენდენციები, წამწამები, ტუში
<a href="https://herbeauty.co">https://herbeauty.co</a>