LIFE

სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებით ადამიანების სიყვარულს ვერ მოიპოვებთ - ფსიქოლოგის რჩევა

სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებით ადამიანების სიყვარულს ვერ მოიპოვებთ - ფსიქოლოგის რჩევა

ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ თუ გარშემომყოფების სურვილების ასრულებაზე, მათთვის სიამოვნების მინიჭებაზე იქნება ორიენტირებული, თუ ყველას ყველაფერზე დაეთანხმება, თუ სხვის ნაცვლად გააკეთებს საქმეებს, ამით სიყვარულსა და პატივისცემას მოიპოვებს. თვლიან, რომ ყოველივე მას უფრო სასიამოვნო პიროვნებად აქცევს, რომელიც ყველას მოსწონს და რომელთან ურთიერთობაც ყველას სურს.

სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებით ადამიანების სიყვარულს ვერ მოიპოვებთ - ფსიქოლოგის რჩევა

მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი, ცდილობენ, საკუთარი ნაკლოვანებების დამალვას და სურთ თავი სრულყოფილად წარმოაჩინონ, რადგანაც ეშინიათ, რომ თუ თავიანთ ნაკლს აჩვენებენ, თუ სხვებს დაანახებენ, რომ სრულყოფილები არ არიან, ამის გამო შეიძულებენ.

სიმართლე ის არის, რომ როცა ადამიანები შენში ხედავენ მას, ვინც ყველა საქმეს გაუკეთებს, ყველა სურვილს აუსრულებს, უფრო და უფრო მეტს მოითხოვენ შენგან.

სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებით ადამიანების სიყვარულს ვერ მოიპოვებთ - ფსიქოლოგის რჩევა

შესაძლოა, თქვენ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვინც გამუდმებით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარშემომყოფებს ასიამოვნოს. ახლავე დაუსვით საკუთარ თავს კითხვა - „ვარ მე ამით ბედნიერი?“

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ სინამდვილეში ის, ვინც ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებას სიყვარულის მოპოვების მიზნით ცდილობს, ამას ვერ შეძლებს. ამ მეთოდით ვერც სიყვარულს და ვერც პატივისცემას ვერ მოიპოვებთ. უფრო მეტიც, ყოველივეს, ხშირ შემთხვევაში, საპირისპირო შედეგი აქვს.

სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებით ადამიანების სიყვარულს ვერ მოიპოვებთ - ფსიქოლოგის რჩევა

ფსიქოლოგი მერი რაიტი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გირჩევთ, რომ მსგავსი დამოკიდებულება შეცვალოთ და შეწყვიტოთ სხვების სიამოვნებისთვის ცხოვრება, რადგანაც იმ სიკეთის მიღმა, რომელსაც აკეთებთ, სინამდვილეში სტრესი, მარტოობის შიში და შფოთვა იმალება. ყოველივე შეგვიძლია შიშების დამალვის მცდელობადაც მივიჩნიოთ, რომელიც ადამიანის სულიერ მდგომარეობას უფრო ამძიმებს და შესაძლოა, რთულ ფსიქოლოგიურ პრობლემებამდეც კი მიიყვანოს.

მერი რაიტი გირჩევთ, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვაროთ, საკუთარ თავს უნდა პატივი, საკუთარ თავს ასიამოვნოთ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოიპოვებთ საზოგადოებისგან სიყვარულსა და პატივისცემას.

სხვებისთვის სიამოვნების მინიჭებით ადამიანების სიყვარულს ვერ მოიპოვებთ - ფსიქოლოგის რჩევა



<a href="https://thepowerofsilence.co">https://thepowerofsilence.co</a>