LIFE

Glenfiddich-ის 4 ჩამოსხმის დეგუსტაცია Keti’s Bistro-ში

Glenfiddich-ის 4 ჩამოსხმის დეგუსტაცია Keti’s Bistro-ში

GD Alco-მ შოტლანდიური ერთი ალაოს ბაზაზე დამზადებული ვისკის — Glenfiddich-ის დასაგემოვნებლად ქართველი ბიზნესმენები, ფინანსისტები და ბანკირები Keti's Bistro-ში მიიწვია. Glenfiddich-ის ბრენდ-ამბასადორმა ალექსანდრე ივჩენკომ სტუმრებს 12-წლიანი, 15-წლიანი, 18-წლიანი და 21-წლიანი დაძველების ჩამოსხმები გაასინჯა და თითოეული ჩამოსხმის უნიკალურ ხასიათზე ისაუბრა.

Glenfiddich-ის 4 ჩამოსხმის დეგუსტაცია Keti’s Bistro-ში

დეგუსტაციისთვის კერძები ივჩენკომ კულინარ ქეთი ბაქრაძესთან ერთად შეარჩია: იმისათვის, რომ Glenfiddich-ის გემო მაქსიმალურად შეეგრძნოთ, სტუმრებმა 12-წლიანი დაძველების Glenfiddich-ი ვისკის სოუსით და ნიგვზის და გორგონძოლას შიგთავსით დამზადებულ კომშთან ერთად მიირთვეს, 15-წლიანი — ვისკის სოუსით შეკმაზულ გოგრის რავიოლისთან ერთად, 18-წლიანი — ვისკის და ფორთოხლის სოუსით დამზადებულ შემწვარი იხვის მკერდთან ან თევზის მოყვარულებისთვის — იმავე სოუსით შეკმაზულ გამომცხვარ ორაგულთან ერთად. 21-წლიანი დაძველების Glenfiddich-თან კი სტუმრებს დესერტი — შოკოლადის ნამცხვარი მიართვეს, ნაყინთან და ფორთოხლის და ვისკის სოუსთან ერთად.

Glenfiddich-ის 4 ჩამოსხმის დეგუსტაცია Keti’s Bistro-ში

ალექსანდრე ივჩენკომ უშუალოდ დეგუსტაციის პროცესის შესახებაც ისაუბრა: თუ გსურს, ვისკი პროფესიონალურად გასინჯო, ჭიქა ცხვირთან ახლოს უნდა მიიტანო, მხოლოდ ჰაერი პირით შეისუნთქო.

Glenfiddich-ის 4 ჩამოსხმის დეგუსტაცია Keti’s Bistro-ში

რაც შეეხება Glenfiddich-ის თითოეული ჩამოსხმის ხასიათს, ბრენდ-ამბასადორის განცხადებით, 12-წლიანი დაძველების Glenfiddich-ის მირთმევა უფრო მეტად სოციალურ გარემოშია სასიამოვნო. ასევე, ეს ჩამოსხმა იდეალურია კოქტეილებისთვის: სწორედ მის ბაზაზე იყო დამზადებული ვახშმის welcome drink-ი — Glenfiddich-ის კოქტეილი მსხლის ლიქიორით და კომშით.

15-წლიანი დაძველების ჩამოსხმა GD Alco-ს ვახშამზე ქალების ფავორიტი გახდა და როგორც ალექსანდრე ივჩენკომ განაცხადა, ამ მხრივ ქართველები ორიგინალურები ნამდვილად არ ვყოფილვართ: აღმოჩნდა, რომ თავისი რბილი გემოს დამსახურებით, 15-წლიანი Glenfiddich-ი მთელი მსოფლიოს ქალების რჩეულია.

Glenfiddich-ის 4 ჩამოსხმის დეგუსტაცია Keti’s Bistro-ში

ბრენდ-ამბასადორმა სტუმრებს Glenfiddich-ის 18-წლიანი დაძველების დაგემოვნება შედარებით ინტიმურ გარემოში ურჩია. ის 12-წლიანი და 15-წლიანი ჩამოსხმების შედარებით ნეიტრალური გემოებისგან განსხვავებით, უფრო მეტად მწარე სანელებლებითაა გაჯერებული და უფრო მდიდრული არომატი აქვს.

Glenfiddich-ის 4 ჩამოსხმის დეგუსტაცია Keti’s Bistro-ში

მამაკაცების ფავორიტი 21-წლიანი ჩამოსხმა გახდა: ის, 18-წლიანი Glenfiddich-ის მსგავსად, სპიციების გემოთი გამოირჩევა, თუმცა არომატი ბევრად უფრო მრავალფეროვანი აქვს — ივჩენკოს განმარტებით, ამ ფაქტს დაძველების განსხვავებული მეთოდი განაპირობებს: 21 წლის განმავლობაში ვისკის ბურბონის კასრებში აძველებენ, შემდეგ 4 თვის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის, Gran Reserva-ს კლასის რომის კასრებში ათავსებენ.

საბოლოოდ კი გირჩევთ, Glenfiddich-ის ოთხივე ჩამოსხმა დააგემოვნო და თავად გადაწყვიტო, რომელია შენი ფავორიტი.