გოგონა, რომელიც წლების წინ საზოგადოებამ გაიცნო მუდმივად ჭარბი წონის პრობლემებით იტანჯებოდა.
ერთი კვირის წინ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოზე სასწაულად გამხდარი ადელი ფანებმა პირველად ნახეს. ცმნობილმა მომღერალმა 22 კილოგრამის დაკლება შეძლო. იმისთვის, რომ ამ შედეგისთვის მიეღწია, მას დიეტა და ვარჯიში კომბინირებულად დასჭირდა.
ადელმა წონაში სირტუინის დიეტით დაიკლო, რომელიც ინგლისელმა ნუტრიციოლოგებმა, აიდან გოგინსმა და გლენ მატენმა შეიმუშავეს და 2016 წელს თავიანთი რეცეპტების წიგნში შეიტანეს.
დიეტა კონცენტრირებულია სირტუინებზე, იმ პროტეინებზე, რომელიც ორგანიზმის ჯანმრთელობას და ჯანსაღ მეტაბოლიზმს განაპირობებს.
სირტუინს შეიცავს ისეთი საკვები, როგორებიცაა - ქეილი (ხუჭუჭა კომბოსტო), უმწიფარი ზეთისხილისგან მომზადებული ზეთი, წიწიბურა, არგულა, მატჩა, მოცვი. დიეტური მენიუ ასევე შეიცავს წითელ ღვინოს, ყავას და შავ შოკოლადს.
გლენ მეთენის თქმით, ზემოთჩამოთვლილ საკვებს თუ მიირთმევთ, ერთ კვირაში 3 კგ-ს დაიკლებთ.
თავდაპირველად, ერთი კვირის განმავლობაში საკვები მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ, ერთი კვირის ულუფები უმნიშვნელოდ უნდა გაზარდოთ, ხოლო შემდეგ მიირთვათ იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ.
დღის განმავლობაში პირველი ერთი კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ სამი ფინჯანი სირტუინით მდიდარი სასმელი - შეიძლება ეს იყოს მატჩას, ან მოცვის ჩაი, ერთი ულუფა საჭმელი, რომელიც მდიდარი იქნება სირტუინით.
თუ დიეტას უფრო ხანგრძლივად დაიცავთ, არ არსებობს კონკრეტული გეგმა - შეგიძლიათ მიირთვათ სასურველი რაოდენობის სირტუინით მდიდარი საკვები ნებისმიერ დროს. ასევე, არ გეკრძალებათ სხვა საკვების მცირე დოზით მიღებაც.
დიეტოლოგების თქმით, ასეთი დიეტა ძალიან სასარგებლოა, რადგანაც მისი წყალობით თავს იგრძნობთ უფრო ჯანმრთელად და ენერგიულად.
რაც შეეხება ადელს, გარდა იმისა, რომ დღემდე სირტუინის დიეტას იცავს, ამავდროულად, რეგულარულად ვარჯიშობს პილატესს.
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, სწორი კვება, წონაში დაკლება, კალორიები