მსოფლიო ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება: იხსნება სალონები, რესტორნები, საყოფაცხოვრებო მაღაზიები თუ აეროპორტები, მაგრამ მნიშვნელოვანია, კარგად გავითავისოთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენი საყვარელი ადგილების გახსნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ გაჩერება უსაფრთხოა.

1. ოჯახური თავყრილობები - ოჯახის წევრები ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან, მაგრამ ვირუსს ეს დიდად არ ანაღვლებს. ამიტომ სავსებით შესაძლოა, რომ Covid19 დედისგან, მეგობრებისგან ან, თუნდაც, შეყვარებულისგან გადაგედოს.

2. რელიგიური შეკრებები - რელიგიური ცერემონიალები ხშირ შემთხვევაში მოიცავს ქადაგებას, გალობას, ლოცვას, მოძრაობას, ერთი ჭურჭლიდან ზიარებას თუ სხვა აქტივობებს, უამრავი ადამიანის ერთად თავმოყრასა და ახლო-ახლოს ყოფნას, მათ შორის ასაკოვნების. სამწუხაროდ, ვირუსმა სხვა ბევრ რამესთან ერთად არ იცის რელიგია, არ აინტერესებს ჩვენი აღმსარებლობა, შეხედულებები და კანის ფერი.

3. სალონები - ყველას მოგვენატრა კოხტად გამოწყობა, თმისა და ფრჩხილების წესრიგში მოყვანა, საკუთარი სილამაზითა და მომხიბვლელობით ტკბობა, მაგრამ იმ ფაქტსაც ვერსად გავექცევით, რომ თუ სალონებში შესვლას გადავწყვეტთ მოგვიწევს ახლო კონტაქტი გვქონდეს სხვა ადამიანებთან, რადგან ამ მომსახურების მიღება სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია.

4. საავადმყოფოები და ექიმის კაბინეტები - როგორ პარადოსქულადაც არ უნდა ჟღერდეს შანსი იმისა, რომ Covid19-ით სწორედ იმ ადგილზე დაავადდეთ, სადაც ნუგეშსა და შვებას ველით ძალიან მაღალია. რადგან ექიმებს ხშირ შემთხვევაში მაშინ ვსტუმრობთ, როცა თავს შეუძლოდ ვგრძნობთ, ამ დროს კი, როცა იმუნური სისტემა არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში გვაქვს შანსი იმისა, რომ კორონა ვირუსმა ჩვენს სხეულში ბინა დაიდოს დიდია.

5. რესტორნები და ბარები - მიუხედავად იმისა, რომ კვების დროს Covid19-ისგან ინფიცირების შანსი არ არ არსებობს, რესტორნებსა და ბარებში ჯდომა საშიშია ხალხის ნაკადის და შესაბამისად, ჰაერის ცირკულაციის გამო. როგორც ცნობილია, რესპირატორულ წვეთებს შეუძლია დაახლოებით 6 ნაბიჯის გზა განვლოს და თუ ჩვენ ახლოს ვიჯდებით, ამ წვეთებს აცილების შანსი ძალიან დაბალი იქნება.

6. თეატრი, სპორტული ღონისძიებები, კონცერტები - იმ ადგილებზე თავის არიდება, სადაც თავყრილობაა და ადამიანები ჯგუფებად არიან წარმოდგენილი დიდი წინდახედული ნაბიჯია პანდემიის დროს. განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ ღონისძიებაზე ჭამა-სმაა შესაძლებელი. ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ პოტენციურად დაბინძურებული ზედაპირიდან გვიწევს საკვების აღება, რაც რისკების შემცველია და უმჯობესია სახლში დავრჩეთ.

7. საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მას შემდეგ, რაც პანდემიამ გავრცელება დაიწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმიუწვდომელი გახდა, ან გაცილებით უფრო ნაკლებად მოხმარებადი. მიუხედავად მუდმივი დეზინფექციისა და დასუფთავებისა, ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ყოველი ახალი მგზავრის ასვლის შემდეგ ეს პროცესები ხელახლა წარიმართოს. ჰაერის ნაკადის ცირკულაციისა და მგზავრთა ზედაპირებთან ხშირი შეხების გამო, სჯობს თუ გვაქვს საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას თავი ავარიდოთ, ამ შანსზე უარი არ ვთქვათ.

8. ოფისი და სამუშაო სივრცეები - ბოლო პერიოდის განმავლობაში კომპანიების უმრავლესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, მიზეზი, ალბათ, ყველასთვის გასაგებია. ერთსა და იმავე სივრცეში უამრავი ადამიანი იყრის თავს - გაუთავებლად მსჯელობენ, ლაპარაკობენ, ერთმანეთს აზრებს უზიარებენ, იცინიან, საერთო სამზარეულოსა თუ ტუალეტს იყენებენ, შესაბამისად, რთულია თავი ასეთ პირობებში მაქსიმალურად დაიცვა Covid19-ისგან.

9. ლიფტები - პატარა სივრცეს, სადაც ჰაერი ძნელად იწმინდება, ერთდროულად რამდენიმე ადამიანის დატევა უწევს. ერთმანეთს შორის მინიმალური დისტანციით. ასევე, გადაადგილების ღილაკს დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი ეხება. ასე, რომ თუ სხვა გზა არ გვაქვს და ხშირად გვიწევს ლიფტით მგზავრობა, არ დაივიწყოთ პირბადე და გასვლისას ხელების გულდასმით დაბანა.


10. საცურაო აუზები - მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ Covid19 წყლით ვრცელდება, აუზში ცურაობისას დიდი შანსია წყალში ნერწყვი მოხდეს, სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ გადაწყვიტა ბევრმა საცურაო აუზმა ზაფხულს დახურულ მდგომარეობაში შეხვდეს.