მართალია ამ ზაფხულთან დაკავშირებით ბევრი რამ გაურკვეველია, თუმცა ერთი ცხადია: ვერაფერი შეაჩერებს ზაფხულის ტრენდების აფეთქებას. ცხელი სეზონის მოყვარულებო, ეს ზაფხული თქვენი გარდერობის ზეიმია - მძიმე, ტყავის სანდლები; ჰაეროვანი კაბები და მხიარულება - ეს ისაა, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ.
გაიცანით 5 ტრენდი, რომელიც ამ ზაფხულს, აუცილებლად უნდა შეიძინოთ:
1. თეთრი ფერის, კოტონის კაბები
მართალია თეთრი, ფრიალა კაბა ყველა ზაფხულის კლასიკაა, თუმცა 2020 წელს ნამდვილი ტრენდია. გრძელი თუ მოკლე, დახვეწილი თუ ექსტრავაგანტული, არჩევანი ნამდვილად თქვენზეა.
2. მკვეთრი პრინტის დახურული მაისურები
შესაძლოა ზაფხულისა და დახურული მაისურის კომბინაცია სიგიჟედ ჟღერდეს, თუმცა ეს ტრენდული, თითქმის გამჭირვალე მაისურები ისეთი ჰაეროვანი და სექსუალურია, როგორც ზაფხულის სხვა ტანსაცმელი. თანაც მრავალნაირი, მკვეთრი პრინტით გამოირჩევა. ყვავილები, პეპლები და მკაფიო ფერები - ის, რაც მოდური ქალის გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს.
3. ტყავის, ოთხკუთხედი სანდლები
არა, ეს გლადიატორების ახალი ვერსია სულაც არ არის. ის მხოლოდ ტყავის, მძიმე და გეომეტრიული ფორმების სანდლებია. სანდლები, რომელზეც ყველა გიჟდება!
4. დიდი ზომის პერანგები
ამ ზაფხულს სტილის შესაძლებლობები უსაზღვროა. ატარეთ დიდი ზომის პერანგები გახსნილი ან შეკრული, კაბის სტილში ან სულაც დამატებით აქსესუარად. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე ტრენდული იქნებით.
5. ბიუსჰალტერი მაისურები
როდესაც ძალიან ცხელა, შეგიძლია თავს უფლება მისცე ბიკინის ბიუსჰალტერი მაისურად ჩაიცვა. ეს ტრენდი ნამდვილად ყველაზე გაბედულებისთვისაა!
თემები: Trend, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები, 2020 წლის ტრენდი