
ხანდახან გვსურს თბილად ლოგინში ვიწვეთ, გვქონდეს უამრავი არც თუ ისე ჯანსაღი საკვები გვერდით და ვუყუროთ ფილმებს. შეიძლება გვინდოდეს რაიმე კომედიის ყურება და ხასიათის ამაღლება, ხანდახან კი მარტოსულად ვგრძნობთ თავს და სხვების (თუნდაც ფილმის პერსონაჟების) თანაგრძნობა გვჭირდებოდეს.
1. I am legend მე ვარ ლეგენდა
ვირუსის გავრცელებამ გამოიწვია აპოკალიფსი, რის შემდეგაც ვილ სმიტის პერსონაჟი მარტო რჩება ნიუ-იორკში. როდესაც ის გადარჩენილების ძებნას დაიწყებს, გარდაცვლილები ზომბებად იქცევიან...
2. Cast away გარიყული
შენი მარტოსულობა გაქრება, თუკი მას შეადარებ ტომ ჰენკსის პერსონაჟის ისტორიას, რომელიც წლების განმავლობაში მარტო ცხოვრობდა კუნძულზე.
3. Frozen გაყინული
ეს ანიმაცია რამდენიმე გზით გეხმარება: შეგიძლია აყვე სიმღერებს, დაბრუნდე ბავშვობაში და ის მიგახვედრებს, რომ მარტოსულობა დროებითია. შენი მეგობრები და ოჯახი ყოველთვის გვერში ამოგიდგებიან და თავს უკეთ იგრძნობ.
4. Thelma & Louise ტელმა და ლუიზა
ფილმი გაჩვენებს თუ რა შეუძლია 2 დამოუკიდებელ ქალს გააკეთოს! შეიძლება დასასრული არც თუ ისე ბრწყინვალეა, თუმცა ფილმის მთავარი გზავნილი ნამდვილად შთამბეჭდავია!
5. Steel Magnolias ფოლადის მაგნოლიები
ეს ფილმი აუცილებლად გაგამხნევებს, მელოდრამა, რომელიც სავსეა როგორც ტრაგიკული, ასევე მხიარული სიტუაციებით!
6. Gravity გრავიტაცია
თავს გრძნობ მარტოსულად? მერწმუნე ის ადამიანი, ვინც სულ მარტო ‘ტივტივებს’ ბნელ კოსმოსში, ბევრად ცუდად გრძნობს თავს. სანდრა ბალოკის და ჯორჯ კლუნის ეს შესანიშნავი ფილმი ნამდვილად სანახავია.
7. Bridesmaids მეჯვარეები
შესანიშნავი ფილმია იმისათვის, რომ დაივიწყო ყველა შენი პრობლემა! რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე იყო, ამ ფილმის ყურებისას აუცილებლად გაგეცინება!
8. Melancholia მელანქოლია
ეს ფილმი დაგარწმუნებს, რომ ყველაფერი გაჩილებით უარესად შეიძება იყოს. ძალიან უცნაური და არტისტული ფილმი მსოფლიოს დასასრულის შესახებ.
9. The Fountain შადრევანი
ეძლებს სიცოცხლის ხეს, რათა გადაარჩინოს მომაკვდავი მეუღლე, თუ გსურს იტირო ძალიან, ძალიან ბევრი აუცილებლად უნდა უყურო ამ ფილმს!
10. Never been kissed უკოცნელი
დრიუ ბერიმორი ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიმებას, ფილმის ყურების შემდეგ მადლობელი იქნები, რომ შენ შენ ხარ და არა მისი პერსონაჟი!
11. Children of Men კაცობრიობის შვილი
ფილმი, რომელიც გაფიქრებინებს, რომ შენი სიტუაცია არც ისეთი გამოუვალია, როგორიც შენ გეჩვენება. ფილმის დასაწყისიდან დასრულებამდე თვალს ვერ მოწყვეტ ეკრანს!
12. Wet hot American summer
ცხელი ამერიკული ზაფხული
თუკი ყურადღების გადატანა გსურს, ეს ფილმი საუკეთესო საშუალებაა, ბევრს იცინებ და გაერთობი.
13. Stepmom დედინაცვალი
90-იანი წლების ერთ-ერთი კლასიკა, რომელიც ბედნიერებისა და მოწყენილობის არაუჩვეულებრივი ნაზავია. მშვენიერი არჩევანია იმათთვის, ვინც ცუდ ხასიათზეა და გამხნევებას საჭიროებს.
14. Seeking a friend for the end of the world ვეძებ მეგობარს ქვეყნის დასალიერში
მხოლოდ სათაურია საკმარისი მარტოსული ადამიანისთვის პერპექტივების მისაცემად.
15. The perks of being a wallflower მარტოსულობის უპირატესობანი
მთავარი პერსონაჟი ჩარლი ცდილობს იპოვნოს მეგობრები, ვისთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს, მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და უჭირს ადამინებთან საერთო ენის გამონახვა.
16. Garden state ბაღების ქვეყანა
ბაღების ქვეყანა ერთ-ერთი ჰიპსტერული კლასიკური ფილმია, რომელიც თვითდაკვირვების საშუალებას იძლევა, ფილმი დაგეხმარება გარკვე საკუთარ ემოციებში.
17. My girl ჩემი გოგონა
თუკი გსურს ბევრი იტირო, ეს ფილმია საუკეთესო არჩევანია. ფილმში ასახულია უმძიმესი და ამავდროულად ულამაზესი ისტორია.
18. A league of their own მათი საკუთარი ლიგა
ლიგაში მარტოსულად უბრალოდ ვერ იგრძნობს თავს! შენი გუნდის წევრები და მეგობრები ყოველთვის შენს გვერდით იქნებიან, თუნდაც შენ ქალების გუნდში მამაკაცი მწვრთნელი იყო .
19. Lost in translation თარგმანში დაკარგულები
შესანიშნავი ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ გაიცნობს 2 სრულიად განსხვავებული ადამიანი ერთმანეთს და თუ როგორ წარიმართება მათი უცნაური ურთიერთობა.
თემები: ფილმები, მე ვარ ლეგენდა, მათი საკუთარი ლიგა, ჩემი გოგონა, ბაღების ქვეყანა, მარტოსულობის უპირატესობანი, ეძებ მეგობარს ქვეყნის დასალიერში, გრავიტაცია, დედინაცვალი, შადრევანი, მელანქოლია, ცხელი ამერიკული ზაფხული, მეჯვარეები, გაყინული