ზღაპრული სიყვარულის 15 ილუსტრაცია, რომელზეც ყველა ადამიანი ოცნებობს
- 04.07.2020
ახალგაზრდა და ნიჭიერი მხატვარი, ზაქ რეტცი ისეთი კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Disney და Nickelodeon. თავისუფალ დროს კი სკეტჩების ხატვას უთმობს, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
სიყვარული და რომანტიკა ცხოვრების ყველაზე ფერადი და მნიშვნელოვანი თემებია. ალბათ ამიტომ, მხატვარმა ილუსტრაციების სერია შექმნა, რომელიც იდეალურად გვიჩვენებს, როგორია ზღაპრული სიყვარული, თუნდაც ჩვენს ეპოქაში. გაიცანით სიყვარულის თანამედროვე ამბავი.
ყველაფერი მშვიდ ადგილზე, მცირე საუბრით იწყება...
... გზაში აუცილებლად უნდა გაწვიმდეს და ერთად იპოვოთ თავშესაფარი.
სულ მალე აღმოაჩენთ, რომ უბრალოდ მოგწონთ ერთად ყოფნა...
... ისეთი ყოველდღიური რამ, როგორიცაა პარკში გასეირნება, თქვენს გულებს სითბოთი აავსებს.
და შედგება გრძეეეეეეელი საუბრები - ყველაფერზე და არაფერზე.
სიყვარული სიზმრების გაზიარებაა...
... და სურვილი, დაიცვათ ერთმანეთი, ცხოვრებაში შემხვედრი ყველა უსიამოვნო მომენტისგან.
რა თქმა უნდა, ყველაფერი გეგმების მიხედვით სულაც არ მიდის...
... მაგრამ ყოველი წუთი, როდესაც ერთად ხართ, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი რომანია.
ძალიან მოგწონთ ერთად ყოველდღიური, მოსაწყენი საქმეების კეთება...
... ალბათ იმიტომ, რომ ერთნაირ ტალღაზე ხართ.
და ეს ყველაზე განსაკუთრებული შეგრძნებაა.
შეგრძნება, რომ მუდამ შეიძლება მისი იმედი გქონდეს.
შეგრძნება, რომელსაც მხოლოდ შენ და ის იზიარებთ. სხვა არავინ.
შეგრძნება, რომ შენი ზღაპარი, სწორედ ახლა იწყება.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ქორწილი, ოჯახი, მშობლები და შვილები, ბედნიერება, წყვილი, ბედნიერი წყვილი, ბავშვები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>