LIFE

2020 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი - მოდური პიკნიკი

2020 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი - მოდური პიკნიკი

2020 წლის ზაფხული ნამდვილად განსაკუთრებულია - მსოფლიო პანდემიას ებრძვის. დახურული სივრცეები და ხალხმრავლობა წარსულს ჩაბარდა. სწორედ ამიტომ, ამ ზაფხულის მთავარი ტრენდი მოდური პიკნიკია - სუფთა ჰაერი, საყვარელი მეგობრები, ზაფხულის აქსესუარები და რა თქმა უნდა, მოდური ტანსაცმელი - ყველაზე ბედნიერი მოგონებების მთავარი კომპონენტებია.

 როგორ მოვემზადოთ პიკნიკისთვის?

პირველ რიგში, დაუკავშირდით იმ მეგობრებს, ვისთან ერთადაც ყველაზე გულწრფელად შეგიძლიათ იცინოთ. მოამზადეთ ხილი, ცივი შამპანიური, ზაფხულის ფერადი კაბები, ჩალის ქუდები და ფოტოაპარატი.

2020 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი - მოდური პიკნიკი

ზაფხულის პიკნიკისთვის იდეალური სამოსის არჩევა ნავნეს მაღაზიათა ქსელში, J. CREW- ის კოლექციიდან შეგიძლიათ. ცნობილი ბრენდის საზაფხულო კოლექცია ივლისის თვიდან ნავნეს ყველა ფილიალში გამოჩნდა. აქ ნახავთ ყველაფერს, რაც ზაფხულის ფერად მოგონებებს, კიდევ უფრო მეტი სინათლით აავსებს. თანაც, რა თქმა უნდა, ყველაზე განსაკუთრებულ ფასად.

BO-1 Custom embed code

როგორ შევარჩიოთ ადგილი პიკნიკისთვის?

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ ლოკაცია სასურველია ქალაქიდან მოშორებით იყოს - მანქანების გამონაბოლქვისა და ქალაქის რიტმისგან რაც შეიძლება შორს!

2020 წლის ზაფხულის მთავარი ტრენდი - მოდური პიკნიკი

შესანიშნავი ადგილია შუაგული, რომელიც თბილისიდან მხოლოდ 15 წუთის სავალზე, მცხეთაში მდებარეობს. სწორედ ეს ადგილი შეარჩიეს გოგონებმა ზაფხულის მოდური პიკნიკისთვის.

სოციალური ქსელების თვალიერებისას, ყველაზე ხშირად ზუსტად ასეთ მოდურ პიკნიკებს გადააწყდებით. მოდელები, ინფლუენსერები და ვარსკვლავები - ყველა ღია ცის ქვეშ, ზღაპრული პიკნიკის მოსაწყობად მიიჩქარის, რომელიც ძალიან ჰგავს კადრს კინოფილმიდან.

BO-3 Custom embed code

ახლა შესანიშნავი დროა, 2020 წლის ზაფხულის ჯადოსნური მოგონებების შესაქმნელად!