ოფიციალურად ზაფხულია, მაგრამ ზუსტად ახლაა დრო, შემოდგომის სეზონისთვის მოვემზადოთ. 2020 წლის შემოდგომის მთავარი ტრენდი, დაბალყელიანი ჩექმაა. რაც მალე შეიძენთ, მით უკეთესი - სეზონზე ყველაზე პირველი მოირგებთ ყველაზე მოდურ ნივთს. დაათვალიერეთ 15 ლუქი, როგორ შეიძლება მოირგოთ დაბალყელიანი ჩექმა შემოდგომის ყველა ამინდში.

დასავლური სტილი შემოდგომის მზიანი ამინდებისთვის;

შეგიძლიათ, შარვლის ტოტები, უბრალოდ ჩექმაში მოაქციოთ;

თეთრი ფეხსაცმლით მარტივად შექმნით კონტრასტი მთელს ლუქთან;

ასეთი ფეხსაცმელი, ჯინსებს განსაკუთრებით უხდება;

ცხოველის პრინტები შემოდგომაზეც აქტუალური იქნება;

დაბალყელიანი ჩექმა პასტელის ფერებში ყველაფერია, რაც შემოდგომის გარდერობს სჭირდება;

არ შეუშინდეთ ფეხსაცმლის ფაქტურას - ბრჭყვიალა და მბზინავი ეფექტები კვლავ ტრენდულია;

ასეთი ფეხსაცმელი ძალიან უხდება საშუალო სიგრძის კაბას;

შემოდგომაზე სკოლის სტილი მაინც ყველაზე აქტუალურია;

კლასიკური და დახვეწილი

მკვეთრი ფერის, განსხვავებული დაბალყელიანი ჩექმა არაჩვეულებრივი საშუალებაა კონტრასტული ლუქის შესაქმნელად;

მოკლე შარვალი და მაღალყელიანი ჩექმა - ნამდვილად პროპორციების თამაშია;

საქმიანი ქალის ლუქი, ზაფხულის ელემენტებით;

ვერცხლისფერი და მბზინავი - შემოდგომას უხდება თამამი გადაწყვეტილებები;

რა თქმა უნდა, 90-იანების სტილს ვერც შემოდგომაზე ავცდებით.