შავი პიჯაკი
შავი პიჯაკი უხდება ნებისმიერ ლუქს - კლასიკურს, ყოველდღიურს თუ სადღესასწაულოს. მოდის სტილისტები გვირჩევენ, რომ ეს ნივთი, ნებისმიერი სეზონის გარდერობისთვის შევარჩიოთ.
ლაბადა
კლასიკად ქცეული ლაბადა ის ნივთია, რომელიც ყველა მოდური ქალის გარდერობში უნდა მოიპოვებოდეს.
ქაშმირის სვიტერი
მართალია ნატურალური ქაშმირი საკმაოდ ძვირი ღირს, თუმცა გარანტიას მოგცემთ, რომ ის რამდენიმე სეზონის განმავლობაში შეინარჩუნებს უზადო იერს.
თეთრი პერანგი
როდესაც საქმე დახვეწილი და მოდური ქალის გარდერობს ეხება, თეთრი პერანგი მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მაღალი ხარისხის კლასიკური პერანგი მოუხდება ყველა ლუქს და ყველა სეზონს.
მინიმალისტური სპორტული ფეხსაცმელი
ბოლო წლებში სპორტული ფეხსაცმელი განსკუთრებული პოპულარობით სარგებლობთ. თუ სპორტული ლუქი თქვენი სტილი არ არის, შეგიძლიათ მინიმალისტური სნიკერსები კლასიკურ და დახვეწილ ლუქებს შეუხამოთ.
შავი კაბა
„პატარა შავი კაბა“ ბრჭყვიალა საღამოებისთისაა. სხვა შემთხვევებში კი შეგიძლიათ „გრძელი შავი კაბა“ მოირგოთ და ასე გაუსვათ ხაზი, თქვენს დახვეწილობასა და მოდურობას.
თემები: მოდა, ტანსაცმელი, Trend, 2020 წელი, 2020 წლის ტენდენციები
<a href="https://www.instylemag.com.au/">https://www.instylemag.com.au/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია