ვერძი ზოდიაქოს ცეცხლოვანი ნიშნების პირველი წარმომადგენელია. მათ უყვართ აჩქარებული და ენერგიული ცხოვრების წესი. ვერძებს ყველაზე მეტად დამოუკიდებლობა და პირადი სივრცე სჭირდებათ. უფრო მეტიც, მათ არ ეშინიათ ცხოვრებაში გზის მარტო გაკვლევა.

ვერძებს ხშირად ახასიათებენ, როგორც ეგოისტ ადამიანებს, რადგან ისინი მუდამ საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებზე არიან ორიენტირებულნი. თითქოს მათ უბრალოდ არ აქვთ დრო და ენერგია, ყურადღება სხვა ადამიანს დაუთმონ.

როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, მათი მთავარი შიში ცხოვრების წესის შენელება კი არ არის, არამედ თავისუფლების დაკარგვაა. მათ ეშინიათ, რომ სიყვარული იმ ნაპერწკალს წაართმევთ, რომელიც ასე ძლიერად ციმციმებს მათ სულში.

სიმართლე ისაა, რომ ვერძებს ძალიან უნდათ ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის პოვნა და მათთვის ცეცხლოვანი გრძნობის გაზიარება. მაგრამ შიში იმისა, რომ პირად სივრცეს დაკარგავენ, სასიყვარულო ურთიერთობებიდან დისტანცირებას აიძულებთ.

შეუძლებელია ვერძის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იყოს ბედნიერი, თუ მას არ ექნებათ დრო საკუთარი თავისთვის. ისინი ყველაზე ხშირად სწორედ ამ მიზეზით შორდებიან ადამიანებს - მათ ეშინიათ, რომ საკუთარ თავს დაკარგავენ.

მართალია, ვერძები სოციალური ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებიან, თუმცა მათთვის ძალიან რთულია ცხოვრებაში ადამიანის შემოშვება. წარსულში მათ უკვე გამოსცადეს სიყვარული - იმპულსური ხასიათის გამო, შეუყვარდათ იმაზე ადრე, ვიდრე ამ ადამიანს, რეალურად გაიცნობდნენ.

ეს წარსულის ნეგატიური გამოცდილება აიძულებთ, რომ გაიქცნენ სიყვარულისგან, რათა აღარასოდეს დაუშვან შეცდომა და აღარასოდეს განიცადონ ტკივილი. ვერძებს არ ეშინიათ სიყვარულს, მათ უბრალოდ ეშინიათ, რომ არასწორი ადამიანი შეუყვარდებათ.