LIFE

არ გადადო საქმე ხვალისთვის - 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

არ გადადო საქმე ხვალისთვის - 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

ადამიანების უმრავლესობას ერთი ნეგატიური ჩვევა - საქმეების ხვალისთვის გადადება ახასიათებს. მნიშვნელობა არ აქვს, სტუდენტი ხარ, მენეჯერი თუ უბრალოდ დიასახლისი - ერთი რამ ცხადია - ყველაფერს ხვალ ვერ მოასწრებ.

ხვალისთვის იმდენი საქმე დაგროვდება, რომ შენს ცხოვრებაში დამატებით სტრესს გამოიწვევს. თუ საქმის კეთებას დღესვე დაიწყებ, მაშინ ხვალ უფრო თავისუფალი, ხოლო ცხოვრებაში უფრო წარმატებული იქნები.

5 რჩევა თუ როგორ დავძლიოთ საქმის გადადების ჩვევა და მივაღწიოთ წარმატებას:

შეწყვიტე გამართლების მოძებნა

არ გადადო საქმე ხვალისთვის - 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც საქმეს მეორე დღისთვის მხოლოდ იმიტომ დებს, რომ მის შესასრულებლად, იდეალურ პირობებს ელოდება. ასეთ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ეს იდეალური წამები ისე ჩაივლის, რომ ვერც შენიშნავ.

თუ გინდა, რომ ფოტოგრაფი გახდე, საქმის გადასადებლად კამერის არ ქონა კარგი გამართლება არ არის. ახლა გაქვს ტელეფონი, რომლითაც შეგიძლია გადაიღო ფოტოები და სამომავლო კარიერისთვის საბაზისო უნარები შეიძინო. დღეს, აქ, ახლა.

თითოეული საქმე საინტერესოა

არ გადადო საქმე ხვალისთვის - 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ თუ რამის გაკეთება მართლა გსურს, მისთვის დროს აუცილებლად გამონახავ. თუ ახალი მიზანი დაისახე და პირველივე გამოწვევების დროს დანებდი, შესაძლებელია ეს მიზანი შენი სულაც არ ყოფილა.

ამიტომ აუცილებელია, თითოეული საქმეში, რასაც აკეთებ, იპოვო ისეთი მხარე, რაც შენთვის საინტერესოა. სხვა შემთხვევაში, ყველაფერის ხვალისთვის გადადება მოგიწევს.

დაისახე მიზნები

არ გადადო საქმე ხვალისთვის - 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

დაისახე პატარა მიზნები, რომელთა მიღწევასაც დღეს გეგმავ. სულ მცირე, უმნიშვნელო მაგრამ წარმატებით შესრულებული საქმე საკუთარი თავის რწმენით, მოტივაციითა და ენერგიით აგავსებს.

მკაფიოდ განსაზღვრე ვადები

არ გადადო საქმე ხვალისთვის - 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

მნიშვნელობა არ აქვს საქმე ყოველდღიურ თუ დიდი მიზნებს ეხება, მათ შესასრულებლად აუცილებლად განსაზღვრე ვადები. ასე სამომავლო მიზნების მისაღწევად, გზას მარტივად გაიკვალავ. როდესაც იცი რას და როდის აკეთებ, თავს უფრო უსაფრთხოდ, დაცულად და მოტივირებულად გრძნობ.

გაიხალისე საკუთარი თავი

არ გადადო საქმე ხვალისთვის - 5 რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარება

დიახ, ეს ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. როდესაც თუნდაც სულ პატარა საქმეს დაასრულებ, მიეცი თავს ღირსეული ჯილდო - იქნება ეს გასეირნება, საყვარელი თამაში თუ ნებისმიერი რამ, რაც სიხარულით გავსებთ. როდესაც იცი, რომ სამსახური გართობის ნაწილსაც მოიცავს, ასე გაცილებით ადვილია მუშაობა.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>