ყველამ ვიცით, რომ პირბადის ტარება აუცილებელია კორონავირუსისგან საკუთარი თავის და სხვების დასაცავად. მაგრამ კიდევ არსებობს უჩვეულო მიზეზები, რის გამოც პირბადის ტარება დღესვე უნდა დაიწყო:
1. საყვარელი მუსიკის მოსმენისას, ვერავინ შენიშნავს, რომ ტექსტი ზეპირად იცი;
2. შეგიძლია დაივიწყო მაკიაჟი;
3. შეგიძლია, სამსახურში ნებისმიერი ფერის ტუჩსაცხით გამოცხადდე;
4. იდეალურად ფარავს გამონაყარს;
5. ნაკლები ურთიერთობა ხალხთან - სულაც არ გიწევს გაიღიმო მაშინ, როდესაც არ გეღიმება;
6. შეგიძლია თავისუფლად ელაპარაკო საკუთარ თავს. მაინც ვერავინ შენიშნავს;
7. არანაირი ალერგიული ცემინება!
8. დამატებითი დაცვა მზისგან!
9. ბევრად უფრო ადვილია იმის გარკვევა, თუ ვის ესაუბრე. თუ ჩვეულებრივ, დრო გჭირდება, რომ ადამიანების სახე დაიმახსოვრო, ამიერიდან უკვე შეგიძლია ნიღბით ამოიცნო.
10. სამუშაო მოლაპარაკებებს და უხერხულ საუბრებს ძალიან ამარტივებს! სხვები შენს სახეს ვერ ხედავენ და შესაბამისად, ვერც კითხულობენ. ეს კი დამატებითი მიზეზია თავდაჯერებისთვის.
თემები: ეპიდემია, კორონავირუსი, COVID-19, კარანტინი, პანდემია, პირბადე
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>