SEX

5 ნიშანი იმისა, რომ სექსი არასწორ ადამიანთან გაქვთ

5 ნიშანი იმისა, რომ სექსი არასწორ ადამიანთან გაქვთ

1. თქვენ ერიდებით მასთან სექსს.

თავს იმართლებთ, რომ სექსზე უარის თქმა ბუნებრივია. მიზეზები კი არა და არ ილევა - კუჭის ტკივილი, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, სიცხე... პარტნიორს ეუბნებით, რომ ძალიან დაიღალეთ, რადგან არ გძინავთ საკმარისად ან ძალიან გღლით ახალი სამსახური;

 2. გრძნობთ, რომ არსებობს უკეთესი გზები დროის გასატარებლად.

სექსის დროს, სინამდვილეში არ ცხოვრობთ მომენტში და არ ტკბებით პროცესით. თქვენ ითვლით წუთებს, სანამ ის დასრულდება. იმედი გაქვთ, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე დასრულდება და შეგეძლებათ გააგრძელოთ დანარჩენი დღე.

5 ნიშანი იმისა, რომ სექსი არასწორ ადამიანთან გაქვთ

3. თქვენ აყალბებთ ორგაზმებს.

თუ ცხოვრებაში სწორ სექსუალურ პარტნიორს აირჩევთ, არ მოგიწევთ ორგაზმის გაყალბება. ამის შესახებ ტყუილი არ უნდა დაგჭირდეთ. ეს მხოლოდ თამაშია, რადგან გინდათ, სექსი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. თქვენ ნამდვილად არ გსურთ პარტნიორთან ყოფნა, თქვენს შორის აბსოლუტურად ნულოვანი ვნებაა, შედეგად კი ყოველ ჯერზე გიწევთ ორგაზმის გაყალბება. 

4. აქტის დროს სხვაზე ფიქრობთ.

თქვენ კონცენტრირებული არ ხართ თქვენს პარტნიორზე და არ გსიამოვნებთ მისი სხეულის შეგრძნება. თქვენი გონება კონცენტრირებულია ყოფილზე ან ცნობილ ადამიანზე ან ძველ წარმოსახვით პიროვნებაზე. ან იქნებ საერთოდ არ ფიქრობთ სხვა ადამიანზე, მაგრამ თქვენი გონება ძალიან, ძალიან შორსაა. 

5. სექსი მხოლოდ იმიტომ გაქვთ, რომ პარტნიორი ბედნიერი იყოს.

თქვენ რეალურად არ ხართ დაინტერესებული მათთან სექსით. სექსის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ის თქვენს პარტნიორს სურს. მისი წუწუნის მოსმენა კი უკვე აღარ შეგიძლიათ. ამიტომ, საწუწუნო მიზეზსაც არ აძლევთ.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>