ჰოროსკოპი

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

გქონიათ შემთხვევა, როცა მიუხედავად სიყვარულისა, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ურთიერთობის შესანარჩუნებლად, არაფერი გამოგდით? - საბოლოოდ უამრავი უთანხმოებისა და წყენის შედეგად, შორდებით.

ცუდი დასასრულის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია წინასწარ იცოდეთ, როგორ წარიმართება თქვენი ურთიერთობა კონკრეტულ ადამიანთან, ამაში კი ზოდიაქო დაგეხმარებათ.

შემდეგი 12 წყვილი, ჰოროსკოპის მიხედვით, ყველაზე ცუდ წყვილებად მიიჩნევა:

1. ვერძი და კურო

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

ვერძი ზედმეტად თავნებაა, კურო კი ძალიან ჯიუტი, ამიტომ პრობლემები გარდაუვალია და შეთანხმება ჭირს. კურომ აუცილებლად უნდა იცოდეს, ურთიერთობის რომელ ეტაპზეა, ვერძს კი ეს აღიზიანებს. დაშორების დროს,
ვერძს უბრალოდ წასვლა და დავიწყება უნდა, კურო კი გამუდმებით ითხოვს ახსნა-განმარტებას.

2. კურო და მშვილდოსანი

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

კუროს, სახლში, მყუდრო და მშვიდ გარემოში ყოფნა ურჩევნია, მშვილდოსანი კი გამუდმებით ეძებს თავგადასავლებს. კუროს უბრალოდ არ შეუძლია მშვილდოსნის დაუცხრომელი ენერგიულობის ატანა.

3. ტყუპები და თხის რქა

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

ეს კავშირი ნამდვილი კატასტროფაა. ტყუპს გამუდმებით სჭირდება გართობა და საუბრები, თხის რქა კი შრომისმოყვარეა და მისი ცხოვრების თითოეულ დეტალს გეგმავს. სპონტანურობა მისი საქმე არაა, რაც ტყუპისთვის მოსაბეზრებელია.

4. კირჩხიბი და მერწყული

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

კირჩხიბს სახლში ყოფნა უყვარს, მერწყული თავისუფლების მოყვარეა. კირჩხიბს სურს აგრძნობინონ რომ სასურველი ადამიანია და უყვართ, ამიტომ მერწყულის კრიტიკა და შეცდომებზე პირდაპირი მითითებები, აღიზიანებთ.

5. ლომი და მორიელი

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

მორიელი ლომს კომპლიმენტებითა და შექებით არ გაანებივრებს, რაც მას ძალიან სჭირდება. ლომები თავს უნაკლოდ და მშვენივრად მიიჩნევენ, რაც მორიელს არ შეეფერება, რადგან ძალიან ეჭვიანია.

6. ქალწული და მშვილდოსანი

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

სერიოზული ურთიერთობები არც ერთს იზიდავს. მშვილდოსნები ზედმეტად უდარდელები არიან და არასდროს ფიქრობენ, როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანებს მათმა ქმედებამ. როცა მშვილდოსანი რამდენიმე დღით გაუჩინარდება, ეს ქალწულისთვის ნორმალური სულაც არ არის.

7. სასწორი და ქალწული

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

ქალწულებს სასწორების გაკრიტიკება სჩვევიათ, რაც მათ თავდაჯერებულობას აკარგვინებს. ქალწულებს თავი ყოველთვის მართალი ჰგონიათ და ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

8. მორიელი და ვერძი

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

ფეთქებადი კავშირია, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ შექსპირის პიესის გმირი ხართ, მაგრამ არა რეალურ ცხოვრებაში. ზოდიაქოს ორივე ნიშანი, ძლიერი და თავნებაა, აბსოლუტური კონტროლი სჭირდებათ და ყოველთვის პირველობისთვის იბრძვიან.

9. მშვილდოსანი და თხის რქა

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

მშვილდოსანი თხის რქას ყოველთვის საყვედურობს, რომ გასართობად საკმარის თავისუფლებას არ აძლევს. ერთმანეთს სექსუალურად არ იზიდავენ.

10. თევზები და ქალწული

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

თევზები - ზოდიაქოს ყველაზე მეოცნებე და მგრძნობიარე ნიშანია, ქალწული კი ძალიან პრაქტიკული და მიწიერია. თუმცა ქალწული, თევზების ცხოვრებიდან ბოლომდე არ მიდის, რადგან ხშირად კარგი და ხანგრძლივი მეგობრობა აქვთ.

11. მერწყული და კურო

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

ამ ნიშნებს შორის ნორმალური ურთიერთობა დაუშვებელია. კურო გაჯიუტდება და აზრს არ შეიცვლის, რაც მერწყულს გაუცხოების შეგრძნებას მოუტანს. მერწყულები ძალიან ბოჰემური და უჩვეულოები არიან, კურო კი უფრო მატერიალისტი და კონსერვატულია.

12. ტყუპი და კირჩხიბი

ვინ არიან ზოდიაქოს მიხედვით ყველაზე ცუდი წყვილები

მოცემული კავშირი, მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ორივე ნიშანს იუმორის გრძნობა აქვს. ტყუპს ურთიერთობა და დასვენება, კირჩხიბს კი სახლში ყოფნა უნდა. თუ მეტ მოთმინებას გამოიჩენთ, შესაძლოა ურთიერთობაც აეწყოს. ეს ყველაზე ცუდი კავშირი არ არის, მაგრამ თავისი ნიუანსები აქვს.