1. ფოლიკულის ტესტი
იმის გასაგებად, რამდენად ჯანმრთელია თქვენი თმა, პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ თმის ფესვები.
უბრალოდ მიყევი ინსტრუქციას:
· ამოიღეთ თმის ერთი ღერი, მაგრამ დარწმუნდით, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდით თავის კანს, რათა ფესვი კვლავ თმაზე იყოს დამაგრებული;
· შეისწავლეთ ფოლიკული. ბოჭკოს ნორმალური ფესვის ბოლო უნდა იყოს ბოლქვის ფორმის. ეს მიუთითებს, რომ თქვენი თმა ჯანმრთელია. თუ ეს განსხვავებული ფორმისაა ან საერთოდ არ აქვს ბოლქვის ფორმა, თმა სუსტია და ზრუნვას საჭიროებს.
2. წყლის ტესტი
აღნიშნული ტექსტი ზომას, თუ რამდენად ფოროვანია თმა. ჯანმრთელი თმა საკმაოდ მყარია, ხოლო დაზიანებული თმა სწრაფად ითვისებს სითხეს.
ტესტის ჩასატარებლად გააკეთეთ შემდეგი:
· მოწყვიტეთ თმის რამდენიმე ღერი სხვადასხვა ნაწილიდან;
· ჩაყარეთ თმის ღერები ჭიქა წყალში. აბსოლუტურად ჯანმრთელი თმის ღერი წყლის ზედაპირზე დარჩება, შედარებით ჯანმრთელი ცოტათი დაიწევს, ხოლო დაზიანებული თმის ღერი, მთლიანად ჩაიძირება.
3. თმის ტექსტურის ტესტი
ამ ტესტის საშუალებით შეგიძლიათ დაადგინოთ თქვენი თმის კუტიკულის მდგომარეობა და გაარკვიოთ, დაზიანებულია თუ თმის ღერები.
თქვენ უნდა გააკეთოთ შემდეგი:
· დაიჭირეთ თმის ღერი საჩვენებელ და შუა თითებს შორის;
· გატარეთ თმის ღერი თითებს შორის - თმის ღერის ბოლოდან, ფესვამდე. თუ თმას უხეში და უსწორმასწოროდ ზედაპირი აქვს, ე.ი. დაზიანებულია. ხოლო თუ თმის ღერი აბსოლუტურად გლუვია, მაშინ ის ჯანმრთელია.
თემები: რჩევები ქალებს