ჰოროსკოპი

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი 

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამ თვეში მოგიწევთ, ცოტა ნაკლები ყურადღება გაამახვილოთ საკუთარ თავზე და უფრო მეტად გაითვალისწინოთ, თუ როგორი გავლენა აქვს თქვენს ქცევებს სხვა ადამიანებზე. საინტერესოა, როგორ შეგიძლიათ უფრო მეტი გავლენა მოახდინოთ სხვებზე - თქვენი სიტყვებით თუ თქვენი ქმედებებით? თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით, ცხოვრების დაბალანსება საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. ოქტომბრის თვე კი კარიერულ წარმატებას გპირდებათ.

კურო

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თუ ამ ბოლო დროს თავს დაღლილად გრძნობდით, ეს თვე გეხმარებათ ფიზიკურად და გონებრივად დაისვენოთ. თქვენი შემოქმედებითი ენერგია მთელი ძალით ბრუნდება, ასე რომ ჩაეშვით შემოქმედებით პროექტებში და გამოამჟღავნეთ თქვენი ფარული ნიჭი. რაც მთავარია, ამის თქვენთვის თერაპიული დატვირთვა ექნება. ოქტომბრის თვეში, სცადეთ მეტად დააბალანსოთ კვება, გრაფიკი და ფიზიკური აქტივობები, ხოლო ურთიერთობებში არასწორ კომუნიკაციას მოერიდეთ.

ტყუპები

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

გამოიყენეთ ეს თვე სრულყოფისა და გადასინჯვისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თქვენს უნარ-ჩვევებს, მუშაობასა და ყოველდღიური საქმეების მართვას ეხება. სტრესის დონე შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ სახლში ან საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო ბედნიერებას მოგანიჭებთ. საერთო ჯამში, ამ თვეში თქვენ შეძლებთ, რომ პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრირდეთ, თანაც ოქტომბერი განსაკუთრებით საინტერესო სასიყვარულო ისტორიებს გპირდებათ.

კირჩხიბი

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამ თვეში მოგეთხოვებათ, რომ გაიხსენოთ და აღიაროთ რამდენად ნიჭიერი ხართ. ეს არამარტო დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვითკრიტიკა, არამედ დაგეხმარებათ დატოვოთ ის ადგილები, სადაც არ გაფასებენ. თქვენი ჭკუისა და ინტუიციის წყალობით, ძალიან მალე მიხვალთ დანიშნულების ადგილზე - იქ, სადაც ყოველთვის გინდოდათ, რომ ყოფილიყავით.

ლომი

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მართალი ვერ იქნებით, ოქტომბერში მაქსიმალურად დაიცავთ იმას, რისიც გჯერათ. და თუ არსებობს რაღაც, რაზეც ძალიან დიდხანს დუმხართ, ამ თვეში საბოლოოდ აიმაღლებთ ხმას. ასევე შესაძლებელია, მოგიწიოთ ზოგიერთი ნათქვამის უკან დაბრუნება, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პიროვნულ ზრდაზე მიანიშნებს. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ დიდ იდეებს პრაქტიკული ნაბიჯები სჭირდება.

ქალწული

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

შენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ - ეს არის მესიჯი, რომელიც ამ თვეში უნდა გაითვალისწინოთ. ეს სიტყვები თქვენ დაგეხმარებათ მუდამ გახსოვდეთ, როგორ გიყვართ თქვენი თავი. მიუხედავად ამისა, ეს შეიძლება იყოს კარგი დრო ინვესტიციისთვის, მაგრამ კარიერულად უფრო თავდაჯერებული იქნებით და დარწმუნდებით, რომ სხვებიც შესანიშნავად ხედავენ თქვენს ღირსებას. ოქტომბერში მოგიწევთ საკუთარი ფინანსები და სიტყვები, თანაბრად აკონტროლოთ.

სასწორი

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რა სჯობს, იყოთ მარტო და გააკეთოთ ის, რაც ბედნიერებას განიჭებთ თუ ისეთ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობა, ვინც მუდამ საზღვრებს მიღმა გადადიან? ოქტომბერი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას გპრიდებათ. თქვენი დაბადების თვე საშუალებას გაძლევთ ყურადღება გაამახვილოთ საკუთარ თავზე და პოზიტიური ცვლილებებისკენ გადადგათ ნაბიჯი.

მორიელი

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ოქტომბერში თქვენ მოწოდებული ხართ დატოვოთ ის ადამიანები და სიტუაციები, რომლებიც თქვენს ინტერესს საკმარისად არ აღვიძებს. განცალკევებითა და ობიექტურობით თქვენ თავიდან აირიდებთ უმიზეზო ტკივილს და უძილო ღამეებს. ამ თვეში მხოლოდ საკუთარ განვითარებაზე, გაძლიერებასა და რეაბილიტაციაზე იქნებით მომართული.

მშვილდოსანი

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

თქვენ მოგიწევთ მეტი ყურადღება გაამახვილოთ ოქტომბრის ხანგრძლივობაზე. მართალია ერთი თვე არ არის საკმარისი იმის მისაღებად, რაც გინდათ, მაგრამ იდეალური პერიოდია პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. გაითვალისწინეთ, რომ დაყოვნებამ გული არ უნდა დაგწყვიტოთ და ძალიან მალე, მოვლენები სწრაფად დაიწყებს განვითარებას.

თხის რქა

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამ თვეში უმჯობესია სხვა ადამიანების იმედი იქონიოთ, რადგან აღმოაჩენთ, რომ მარტოს ყველაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ (და არც უნდა გააკეთოთ). იმავდროულად, ოქტომბერი გთავაზობთ შესაძლებლობას, უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოთ კარიერაში. დაიმახსოვრეთ, ამ თვეში ახალი შემოთავაზებებზე უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამ პერიოდში ადვილია წვრილმან დრამასა და ჩხუბში მოხვედრა, მაგრამ ამ თვეში ყველაფერს ზრდასრულის პოზიციიდან შეაფასებთ და განიხილავთ იმ საკითხების, რომლებზეც ადრე მხოლოდ იჩხუბებდით. ეცადეთ გაითვალისწინოთ, სხვა თვალსაზრისი ან საკითხს ახალი პერსპექტივიდან შეხედოთ.

თევზები

ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამ თვეში კომფორტის ზონის დატოვება მოგიწევთ, რადგან საქმის კეთების ახალი გზები გელოდებათ. ის, რაც წარსულში გიჭირდათ, ახლა აღარ გამოგადგებათ, ამიტომ დროა, ზრდაზე კონცენტრირდეთ. შეეცადეთ არ ინერვიულოთ, რადგან იმის ნამდვილად ვერ შეცვლით, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული.



<a href="https://www.bustle.com/">https://www.bustle.com/</a>