LIFE

3 მავნე რამ, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ სამუდამო მარტოობის გეშინიათ

3 მავნე რამ, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ სამუდამო მარტოობის გეშინიათ

ჩვენი საზოგადოება გატაცებულია რომანტიკითა და სასიყვარულო ურთიერთობებით. მრავალი დღესასწაული გამოიგონეს რომანტიული ურთიერთობების აღსანიშნავად, გათხოვებისა და შვილების ყოლის წახალისების პოლიტიკისთვის. მარტოხელა ადამიანებს მუდმივად უწევთ თავი აარიდონ მეგობრების, ოჯახის წევრების, ან თუნდაც უცხო ადამიანების ცნობისმოყვარე შეკითხვებს, მათი ურთიერთობის სტატუსის შესახებ.

შედეგად, ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა, რომ აუცილებელია ურთიერთობაში ყოფნა - მიუხედავად საკუთარი სურვილისა. ისინი გამუდმებით ებრძვიან იმ აზრს, რომ რომანტიკული პარტნიორის გარეშე იცხოვრებენ ან თუნდაც 30 წლის შუა რიცხვებს, სერიოზული ურთიერთობის გარეშე მიაღწევენ. ეს სცენარი კი უზარმაზარ წარუმატებლობას ჰგავს.

თუ ეს თქვენ ხარ, ვგრძნობ - მარტო არ ხართ. ამ დროს აუცილებელია უფრო ღრმად შეისწავლოთ თქვენი აზრები. ეს იმიტომ, რომ მარტოობის შიშმა შეიძლება გამოიწვიოს თვითგამანადგურებელი ქცევები, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ ჯანმრთელი, ბედნიერი ცხოვრებისა და ღირებული ურთიერთობის პოვნაში.

თავს დამნაშავედ გრძნობთ, როდესაც ვინმეს არ ხვდებით

თუ გადახედავთ თქვენს წარსულს, ყველაზე მაქსიმუმ, რამდენ ხანს ყოფილხართ რომანტიკული ურთიერთობის გარეშე? ალბათ, არც ისე დიდ ხანს...

3 მავნე რამ, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ სამუდამო მარტოობის გეშინიათ

მაშინაც კი, როდესაც ადამიანს შორდებით, თქვენ ფიქრობთ, რომ განტვირთვისთვის ახალი პაემანი გჭირდებათ. თქვენი გონება გკარნახობთ, რომ სასწრაფოდ ახალი ადამიანები უნდა გაიცნოთ. თქვენ გრძნობთ პანიკას, რომ დროს კარგავთ, თითქოს სადმე ტაიმერი ტრიალებს და შესაფერისი წყვილი რაც შეიძლება მალე უნდა იპოვოთ... თითქოს არ გაქვთ მარტო სუნთქვის უფლება და არ შეგიძლიათ, სრულად ისიამოვნოთ საკუთარი თავით. ამ შეგრძნებებს კი შემდეგ წერტილამდე ვყავართ.

თქვენ ყოველთვის გაქვთ ურთიერთობა

თავს კარგად მხოლოდ მაშინ გრძნობთ, როცა ვინმესთან შეხვედრა ან საუბარი გაქვთ დაგეგმილი, რადგან ეს ნიშნავს რომ ურთიერთობაში ხართ. როდესაც რომანტიკული ურთიერთობა არ გექნებათ, სამუდამო მარტოობის ყოფნის შიში ძალიან რეალური ხდება. ასე რომ, თქვენ გაქცევის იდეალური გზა იპოვეთ - მყისიერი ”შიშისგან გათავისუფლება”.

3 მავნე რამ, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ სამუდამო მარტოობის გეშინიათ

არც კი იცით, რომ ამ წრეზე სიარული რეალურ შედეგს არ იძლევა თუ ის ადამიანი, ვისთანაც მეგობრობთ, გრძელვადიან პერიოდში თქვენთვის შეუფერებელია. თქვენ უბრალოდ გინდათ ურთიერთობის დაწყება და ფიქრობთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ურთიერთობის უფრო სერიოზულ ასპექტებს.

თქვენ გადადიხართ ერთი ურთიერთობიდან მეორეში

3 მავნე რამ, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ სამუდამო მარტოობის გეშინიათ

თქვენთვის, უკვე აუცილებელია ვინმესთან ყოფნა. დაშორების შემდეგ, თქვენ არ გაქვთ დრო რეაბილიტაციისთვის. თქვენ ურეკავთ მეგობრებს, განსაკუთრებით კი რომანტიკულ ურთიერთობებში მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის. თქვენ გაუცნობიერებლად ჩქარობთ ბაზარზე დაბრუნებას.

თქვენ არ ფიქრობთ, თუ ვინ არის შენი შესაფერისი ადამიანია. უპირატესობას იმას ანიჭებთ, ვინც ყველაზე მეტად მონდომებულია თქვენთან ურთიერთობაში და საუკეთესოდ აკმაყოფილებს თქვენს საჭიროებებს. ამის შემდეგ კი უკვე ახალი წყვილის ნაწილი ხართ და შიშები, დროებით შერბილებულია.

როდესაც სამუდამოდ მარტოობის გეშინიათ, სინამდვილეში ეს უარყოფისა და წარუმატებლობის შიშია. ამ დროს გონება წამიერი სურვილების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული და გიბიძგებთ მოკლევადიანი აზროვნებისკენ.

3 მავნე რამ, რასაც მხოლოდ იმიტომ აკეთებთ, რომ სამუდამო მარტოობის გეშინიათ

გაიხსენეთ, როგორ ურთიერთობაზე ოცნებობდით? არის ეს ადამიანი, თქვენი გრძელვადიანი პარტნიორი? არის ის თქვენი ნამდვილი სიყვარული? თუ თქვენი პასუხია „არა“, მაშინ ახალა საუკეთესო დროა საკუთარ თავს დაუბრუნდეთ და ზედაპირული ურთიერთობების მომწამლავი ზემოქმედებისგან გათავისუფლდეთ.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>