ალბათ გსმენიათ, რომ ადამიანის ორგანიზმს სჭირდება დღეში 8 ჭიქა წყლის დალევა, რათა ორგანიზმმა, შეუფერხებლად განაგრძოს ფუნქციონირება. მაგრამ, რამდენად ჭეშმარიტია, რომ თქვენ აუცილებლად წყლის ეს რაოდენობა უნდა მიიღოთ?

როგორ გაჩნდა მითი სტანდარტულ "დღეში 8 ჭიქა წყალზე"?

ყველა ჩვენი ორგანო შედგება წყლისგან - მაგალითად, გულის და ტვინის 73% წყალია, ხოლო ფილტვების შემთხვევაში, ეს რიცხვი 83%-ს აღწევს. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანს დღეში 8 ჭიქა წყლი უნდა მიიღოს, რათა ეს ორგანოები და მთელი სხეული დატენიანდეს, საკმაოდ პოპულარულია.

ამასთან, ეს 8 ჭიქა, რომლის შესახებაც ასე ხშირად გვესმის, არ არის უნივერსალური სტანდარტი, ის მხოლოდ შემოთავაზებაა. სავარაუდოდ, ეს მითი პოპულარული იმიტომ გახდა, რომ თითოეული ადამიანის ოქროს შუალედად მიიჩნევა. მაგრამ ყველა ადამიანი განსხვავებულია და სინამდვილეში, თქვენს სხეულს შეიძლება უფრო მეტი ან ნაკლები წყალი სჭირდება.

ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის საჭირო რაოდენობაზე:

სქესი და ასაკი: სხვადასხვა ასაკში, ჩვენი სხეული შეიცავს სხვადასხვა რაოდენობის წყალს. ამრიგად, მას სხვადასხვა რაოდენობით სჭირდება დატენიანება. ასევე, სქესის მიხედვით იცვლება სხეულში წყლის რაოდენობა.

წონა: გამოკვლევების თანახმად, მოზრდილები, რომელთაც სხეულის მასის მაღალი ინდექსი აქვთ, დეჰიდრატირებულ მდგომარეობაში არიან. გარდა იმისა, რომ წყალი ატენიანებს ორგანიზმს, ის წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ.

გარემო: თუ ცხელ კლიმატში ცხოვრობთ, მეტი წყალი გჭირდებათ; ხოლო თუ ტენიან კლიმატში - ზღვის ან ოკეანის მახლობლად ხართ დაბინავებული, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ორგანიზმს ნაკლები წყალი სჭირდება.

ცხოვრების წესი: თუ სპორტსმენი ხართ ან უბრალოდ რეგულარულად ვარჯიშობთ, უფრო მეტად ოფლიანობთ, ვიდრე ის ადამიანი, ვინც მჯდომარე ცხოვრების წესს მისდევს. ამიტომ, თქვენ წყლის საშუალებით უნდა აინაზღაუროთ დაკარგული სითხე.

ორსულობა და ძუძუთი კვება: ორსულობის პერიოდში, კვლევების თანახმად, ქალებმა უნდა დალიონ მეტი წყალი, ვიდრე ჩვეულებრივ.

ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა: ავადმყოფობა, სიცხე და დიარეა, სხეულს ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად აკარგვინებს წყალს. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია წყლის დალევა.

როგორ გამოვთვალოთ წყლის საჭირო რაოდენობა?

არსებობს ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ გამოთვალოთ თქვენი სხეულის საჭირო წყლის რაოდენობა:

ყოველდღიურად მისაღები წყლის რაოდენობა ლიტრებში, უდრის თქვენი წონა (კილოგრამებში) გამრავლებული 0,033-ზე (1 ჭიქის სტანდარტული მოცულობა).

დაანგარიშების შემდეგ, შეგიძლიათ შეადგინოთ გრაფიკი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ წყლის საჭირო რაოდენობა. გაითვალისწინეთ, რეკომედირებულია თქვენი დღე დაიწყოთ უზმოზე 1 ან 2 ჭიქა წყლით მიღებით. ეს დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში და დააჩქარებს მეტაბოლიზმს;

შენიშვნა: როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა პირობებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ მონაცემებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია მოუსმინოთ თქვენს სხეულს - ის აუცილებლად განიშნებთ, საკმარისია თუ არა მიღებული წყლის რაოდენობა.