LIFE

5 ნიშანი, რომ რომანტიკული პარტნიორი, თქვენს თვითშეფასებას ანადგურებს

5 ნიშანი, რომ რომანტიკული პარტნიორი, თქვენს თვითშეფასებას ანადგურებს

ფსიქოლოგების აზრით, თვითშეფასება და თავდაჯერება ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან თავდაჯერებული, მაგრამ გვქონდეს ძალიან დაბალი თვითშეფასება. როგორც წესი, რომანტიკულ პარტნიორს დიდი გავლენა აქვს ჩვენს თვითშეფასებაზე. მას შეუძლია დაგვეხმაროს საკუთარი თავის აღქმაში და სამწუხაროდ, ასევე შეუძლია უბრალოდ გაანადგუროს ჩვენი თვითშეფასება.

1. გადაწყვეტილებებს ყოველთვის ის იღებს

5 ნიშანი, რომ რომანტიკული პარტნიორი, თქვენს თვითშეფასებას ანადგურებს

მაშინაც კი, თუ თქვენ არ მოგწონთ გადაწყვეტილების მიღება, მოგიწევთ აღიაროთ, რომ მნიშვნელოვანია, ორივემ მიიღოთ მონაწილეობა რაიმეს არჩევაში. თუ თქვენი პარტნიორი თვლის, რომ თქვენ არ უნდა გკითხოთ აზრი რაიმე საკითხის შესახებ, ეს პრობლემაა. მნიშვნელობა არ აქვს საქმე საძინებელი ოთახის ფარდებს, დასასვენებლად წასვლას თუ ვახშმის მომზადებას ეხება - როდესაც ის არც კი ინტერესდება თქვენი შეხედულებით, ნიშნავს, რომ მომავალში, კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებში თქვენი აზრი უბრალოდ დავიწყებული იქნება.

2. არჩევს ფოტოებს სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად, მაგრამ არ კითხულობს, მოგწონთ თუ არა

5 ნიშანი, რომ რომანტიკული პარტნიორი, თქვენს თვითშეფასებას ანადგურებს

შესანიშნავია, როდესაც პარტნიორი ამბობს, რომ ყველანაირი მოსწონხართ - დაღლილი, ავადმყოფი, ან მოუწესრიგებელი. მაგრამ სოციალურ მედიაში უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს თქვენს კედელს და თქვენ უბრალოდ არ გსურთ ვინმემ ნახოს ის ფოტოები, სადაც საუკეთესოდ არ გამოიყურებით. როდესაც თქვენი პარტნიორი, ფოტოების გამოქვეყნებამდე, არ კითხულობს თქვენს აზრს, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ მას აქვს სურვილი, თავად უკეთესად წარსდგეს საზოგადოების წინაში. გგონიათ, რომ პრობლემა არ არის?

3. გაწყვეტინებთ საუბარს

5 ნიშანი, რომ რომანტიკული პარტნიორი, თქვენს თვითშეფასებას ანადგურებს

ზოგჯერ ეს ქმედება არაფერს ნიშნავს - ის ძალიან აღფრთოვანებულია და შიშობს, რომ სათქმელი დაავიწყდება. მაგრამ, როდესაც ვინმეს საუბარს აწყვეტინებ, ამით აგრძნობინებთ, რომ არ უსმენდით ან კიდევ უარესი - ის, რასაც ამბობს, არ არის მნიშვნელოვანი. არ არსებობს იმაზე საშინელი მომენტი, როდესაც ხვდები, რომ არ ადარდებთ, რას ამბობ. თუ ეს ხშირად ხდება, მაშინ აუცილებლად იგრძნობთ, რომ უბრალოდ საერთოდ უნდა შეწყვიტოთ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული პრობლემაა!

4. არ ენდობა თქვენს გადაწყვეტილებებს

5 ნიშანი, რომ რომანტიკული პარტნიორი, თქვენს თვითშეფასებას ანადგურებს

თუ ყოველთვის ეჭვქვეშ აყენებს თუ არა თქვენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან დამღლელია - "დარწმუნებული ხარ, რომ უფრო თბილად არ უნდა ჩაიცვა?“; „ნამდვილად არ გინდა სამსახურის შეცვლა. მშვენიერია და ვფიქრობ, რომ ბევრს სურს შენს ადგილზე მუშაობა“ ; „მე მგონი, ასეთი ჭიქები არ უნდა გეყიდა“...

ერთი შეხედვით, ეს ზრუნვის გამოხატულებაა, თუმცა დღეში მეათასე ასეთი რეპლიკის შემდეგ, ნამდვილად გაიფიქრებთ: "ფიქრობს, რომ მე ბავშვი ვარ და ვერ მივიღებ კარგ გადაწყვეტილებებს?". ის მუდამ ეჭვებშია და თვლის, რომ არ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება და ამ დროს კი, შესაძლოა თავად "კლავს“ თქვენი გადაწყვეტილების მიღების უნარს.

5. ეზარება ის, რაც თქვენთვის ბევრს ნიშნავს

5 ნიშანი, რომ რომანტიკული პარტნიორი, თქვენს თვითშეფასებას ანადგურებს

იქნებ მოყვარული მომღერალი ან მხატვარი ხართ და ნამდვილად გსურთ თქვენი პარტნიორი მხარი გიჭერდეთ მნიშვნელოვან მომენტებში. ან უბრალოდ გსურთ მათ მიიღონ მონაწილეობა ზოგიერთ ჩვეულებრივ სახლის აქტივობაში ან ერთად გაისეირნოთ. მათ სძულთ ხელოვნება და ურჩევნიათ სახლში დარჩენა, მათი სხეულის ენაც კი ამას გეუბნებათ: "მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ახლა ეს გავაკეთო“.

ურთიერთობაში, პარტნიორებს ზოგჯერ სჭირდებათ ძალისხმევა, რომ ერთმანეთი წაახალისონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ იღებთ მათ გზავნილს, რომ ის არ ფიქრობს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და შესაძლოა თქვენი ბედნიერება არ არის მათთვის პრიორიტეტული. საბოლოო ჯამში, ეს დამოკიდებულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს თვითშეფასებას აზიანებს.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>