ყველასათვის საყვარელი 5 ცნობილი ადამიანი, რომლებიც ცდილობენ დედამიწა უკეთესობისკენ შეცვალონ
- 30.11.2020
მსახიობები დღეში დაახლოებით 12-დან 20 საათამდე მუშაობენ. მიუხედავად უკიდურესად დატვირთული გრაფიკისა და სირთულეებისა, არსებობენ ცნობილი სახეები, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ გამოიყენონ თავიანთი წარმატება და მსოფლიო უკეთეს ადგილად გადააქციონ.
1. ბენედიქტ კამბერბეჩი ჰოლივუდში თანასწორობას მოითხოვს
გენდერული და რასობრივი უთანასწორობის კონცეფცია ჰოლივუდისთვის სიახლე არ არის, მაგრამ არსებობს ადამიანი, ვინც გადაწყვიტა ამ პრობლემაზე არა მხოლოდ ხმამაღლა საუბარი, არამედ რეალური საქმის კეთება. ყველასათვის საყვარელი დოქტორ სტრეინჯსა და შერლოკის მსახიობი, ბენედიქტ კამბერბეჩი უარს ამბობს იმ პროექტებზე მუშაობაზე, სადაც მისი ქალი კოლეგა თანაბარ ანაზღაურებას არ მიიღებს.
2. კიანუ რივზი ფარულად აფინანსებს საავადმყოფოებს
კიანუ რივზი სოციალურ ქსელში საყვარელი ადამიანია და ამის მიზეზიც არსებობს. გარდა ონკოლოგიური საავადმყოფოების დაფინანსებისა, ის ფარულად ეხმარებოდა ავადმყოფი ბავშვების მკურნალობას. მისი თქმით, ბევრი ფულის ფლობა არ უნდა გახდეს ადამიანის მიზანი, სწორედ ამიტომ, ცნობილი მსახიობი ხელფასის ძირითად ნაწილს ქველმოქმედებაში აბანდებს.
3. მეგან ფოქსი შვილებს გენდერული ბარიერების გარეშე ზრდის
მეგან ფოქსს სწამს, რომ ბავშვები არ უნდა მოხვდნენ იმ გენდერულ როლებში, რაც მათ საზოგადოებამ გადაწყვიტა. ის ცდილობს, რომ მისი შვილი თავდაჯერებული, თავისუფალი და სიკეთით სავსე ადამიანი გაიზარდოს.
4. ნიკი მინაჟი ეხმარება ინდოეთის სოფლებს
ყველა ადამიანი იცნობს ამ რეპერის შემოქმედებას, მაგრამ ბევრმა არ იცის მისი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ. ნიკი წლების განმავლობაში რიცხავდა ფულს ინდოეთში სოფლების გასაძლიერებლად. მან დააფინანსა ჭების მშენებლობა, სახიფათო სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად; გახსნა კომპიუტერული ცენტრი და ხელი შეუწყო სოფლის მცხოვრებთათვის განათლების მიღებას.
5. ეშტონ კატჩერი ტრეფიკინგს ებრძვის
ეშტონ კატჩერი აქტიურად მუშაობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ და უკვე ათასობით ადამიანი გადაარჩინა. მისი ორგანიზაცია Thorn, რომელიც მან თავის ყოფილ მეუღლესთან დემი მურთან ერთად დააარსა, იყენებს Google– ის, Yahoo– ს, Microsoft– ის, Facebook– ის ტექნოლოგიებსა და რესურსებს, რათა დაეხმაროს მთავრობას მონობისა და ტრეფიკინგის პრობლემის მოგვარებაში.
თემები: ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ადამიანები, რჩევები, ჰოლივუდი