მოდის ჟურნალები სავსეა რჩევებით იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ და რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, რათა მოდურად გამოიყურებოდეთ. ეკრანებიდან სტილისტები გვასწავლიან წესებს, რომლებსაც ყველა ქალი უნდა იცავდეს. ბევრი ადამიანი ბრმად ენდობა მათ ავტორიტეტულ აზრს და ავიწყდება, რომ ჩვენ, ყველანი განსხვავებულები ვართ.

მითი N1: მოდური ტანსაცმელი მხოლოდ გამხდარი გოგონებისათვის

არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ სხეული შეიძლება იყოს თანამედროვე მოდის გასაღები. ამასთან, ლამაზად ჩაცმის შესაძლებლობა არ არის დამოკიდებული ფიგურის ტიპზე - თანამედროვე მაღაზიებში, ნებისმიერი ზომის მოდურ ტანსაცმელს აღმოაჩენთ. თქვენ უბრალოდ უნდა განსაზღვროთ თქვენთვის სასურველი სტილი, თქვენი ფერების პალიტრა და ამის შემდეგ ისწავლოთ, როგორ წარმოაჩინოთ თქვენი უპირატესობები ტანსაცმლის დახმარებით.

მითი N2: სრულყოფილი ვარცხნილობა აუცილებელია

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოძველებული წესია ისაა, რომ თმა აუცილებლად უნდა მოიწესრიგეთ და იდეალური ვარცხნილობა მოირგოთ. რა თქმა უნდა, თმის ვარცხნილობა ასრულებს ლუქს, მაგრამ ახლა, მოდური ბუნებრივად მოუწესრიგებელი თმაა. ამიტომ არ უნდა დახარჯოთ დიდი დრო და ძალისხმევა თმის სრულყოფილ დახვევაზე ან გასწორებაზე.

დღეს, შესაღები თმის ძირებიც კი არავის აშინებს. უფრო მეტიც, ეს ერთგვარი ტენდენციად კია. რა თქმა უნდა, ესთეტიკურ არასრულყოფილებას საერთო არაფერი აქვს დაუდევრობასთან. თმა კვლავ სუფთა და მოვლილი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ეტყობოდეს ზედმეტი ძალისხმევის კვალი.

მითი N3: „ამ ასაკში ამას ვერ ატარებ...“

ბევრს სჯერა, რომ როდესაც გარკვეულ ასაკს მიაღწევ, უნდა შეცვალო შენი ჩაცმის სტილი. გასაოცარი ისაა, რომ ეს წესი, თავად ქალებმა მოიფიქრეს. თანამედროვე სამყაროში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვები, როდესაც საქმე ეხება გარდერობს, ტანსაცმელი არ იყოფა 30+, 40+, 50+ წლის კატეგორიებად. სტერეოტიპები მოდის შეზღუდვების შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ გარკვეულ ასაკში, წარსულს ჩაბარდა.

დღეს მარტივად ნახავთ ასაკიან ქალს ჯინსსა და მინი ქვედაკაბაში. მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ არის ტანსაცმლის აქტუალობა, მაგრამ არასოდეს შეგეშინდეთ სტილის ექსპერიმენტების. თუ მთელი ცხოვრება ატარებდით კაბებს, შემდეგ კი მიხვდით, რომ ისინი მხოლოდ მოდის წესების გამო გეცვათ და გადაწყვიტეთ ჯინსებით შეცვალოთ, ეს შესანიშნავი არჩევანია.

ჩვენი ცხოვრება ხომ საკუთარი თავის გაცნობის მარადიული გზაა.