ჯანმრთელობა

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ თბილ პიჟამაში, მაშინაც კი, თუ ზამთარია

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ თბილ პიჟამაში, მაშინაც კი, თუ ზამთარია

არაფერია იმაზე უფრო კომფორტული, ვიდრე თბილი, ფუმფულა და საყვარელი ზამთრის პიჟამა. სწორედ ამიტომ, ადამიანების თითქმის 40% ირჩევს თბილ პიჟამაში გამოძინებას, მაგრამ რეალურად, ეს ჩვენს ძილზე, გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიურად მოქმედებს.

ძილის ხარისხი

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ თბილ პიჟამაში, მაშინაც კი, თუ ზამთარია

ძალიან თბილ, ფუმფულა პიჟამაში დაძინება მოუსვენარი ძილის გარანტიაა.
რადგან თქვენს სხეულს სჭირდება სწორი ტემპერატურის შენარჩუნება მთელი ღამის განმავლობაში, თბილი პიჟამა მხოლოდ და მხოლოდ დისკომფორტს გამოიწვევს. ძილისთვის იდეალური ქსოვილია ბამბა, რადგან ის კანს სუნთქვისა და კომფორტის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.

ზოგადად, ღამის სამოსის მასალის შესანიშნავი არჩევანია ნატურალური ქსოვილის თეთრეული, რომელიც ხელს არ უშლის კანის სუნთქვას.

გაღიზიანებული კანი და გამონაყარი

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ თბილ პიჟამაში, მაშინაც კი, თუ ზამთარია

თუ ძილში ოფლიანობთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს კონკრეტული ტიპის გამონაყარი, რომელსაც ოფლის ბუშტებს უწოდებენ. სწორედ თქვენი ოფლიანი, თბილი პიჟამისა და ხახუნის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ფორების დახშობა, რაც, თავის მხრივ, კანის გაღიზიანების მიზეზია.

ბამბუკის ქსოვილისგან დამზადებული ღამის სამოსი, ხელს უწყობს გამონაყარის თავიდან ასაცილებლად, რადგან ამ ქსოვილს აქვს ანტიმიკრობული თვისებები. თანაც, ეს ქსოვილი კიდევ უფრო რბილი, ფაფუკი და კომფორტულია ვიდრე ბამბა.

სხვადასხვა ინფექციები

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ თბილ პიჟამაში, მაშინაც კი, თუ ზამთარია

თუ ღამით იოფლებით, კანის ინფექციის განვითარების მეტი შანსი გაქვთ. დაიმახსოვრეთ, რომ ბაქტერიები უკეთესად იზრდება ტენიან, ბნელ ადგილებში. როდესაც თბილ ტანსაცმელსა თუ პლედში იფუთნებით, მიკრობებისთვის შესანიშნავ სანაშენე ადგილს ქმნით.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობა

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ თბილ პიჟამაში, მაშინაც კი, თუ ზამთარია

კვლევის თანახმად დასტურდება, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ღამით არ ატარებენ შარვალს, უკეთესი ხარისხის სპერმა აქვთ. როდესაც დასაძინებლად მჭიდრო საცვლებით ან თბილი პიჟამოთი მიდიხართ, თქვენს სასქესო ორგანოებში უფრო მეტი ოფლი ჩნდება. მას ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს ქალების ნაყოფიერებაზე, რადგან ჭარბი ოფლმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება და სხვადასხვა ინფექციები.

სხეულს ტემპერატურის ბუნებრივი რეგულირება

5 მიზეზი, რატომ არ უნდა დაიძინოთ თბილ პიჟამაში, მაშინაც კი, თუ ზამთარია

თუ საწოლში ამოფუთნული დაიძინებთ, თქვენი ძირითადი ტემპერატურა ვერ დაეცემა, რაც ხელს შეგიშლით კარგად დაძინებაში. ღამით დაბალი ტემპერატურას, არსებობა საშუალებას აძლევს თქვენს სხეულს, უკეთ აღიდგინოს დაკარგული ენერგია და დააჩქაროს მეტაბოლიზმი.

თუ ბამბის ქსოვილის პიჟამა თქვენი სტილი არ არის, მაშინ აბრეშუმი შეიძლება კარგი არჩევანი იყოს. ეს არის ბუნებრივი თერმული მარეგულირებელი, რომელიც აბრეშუმის ძაფებს შორის არსებული სითბოს წყალობით, შესანიშნავ იზოლაციას ქმნის და შესაბამისად, სხეულის ბუნებრივი ტემპერატურის დარეგულირებაში დაგეხმარებათ.