რჩევები მშობლებისთვის - 4 გზა, როგორ დავეხმაროთ ბავშვებს სიბნელის შიშის დაძლევაში
- 16.12.2020
კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ სიბნელის შიში ზრდასრული ადამიანების 54%-თვის ნაცნობი გრძნობაა. თუ მოზრდილებს უჭირთ ამ შიშის გადალახვა, გასაკვირი არ არის, რომ ბავშვებისთვის ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. თუმცა არსებობს გზები, რითაც შეგიძლიათ მათ ამ შიშის დაძლევაში დაეხმაროთ.
1. მოუსმინეთ თქვენს შვილს
სერიოზულად მიუდექით თქვენი ბავშვის შიშს და მოუსმინეთ, რას გელაპარაკებათ. ნუ დააიგნორებთ მას და ნუ „შეამოწმებთ“ მათი საწოლის ქვეშ ურჩხულებს, რათა დაარწმუნოთ, რომ იქ არაფერი არ არის. ასეთმა ქცევამ, შეიძლება მართლაც გააუარესოს მისი შიში, რადგან აჩვენებთ, რომ შესაძლოა მონსტრი ნამდვილად საწოლის ქვეშ იმალებოდეს.
ჰკითხეთ მას, კონკრეტულად რა აშინებს და აჩვენეთ, რომ გესმით მათი შიში, მაგრამ სულაც არ იზიარებთ. დაარწმუნეთ, რომ ის უსაფრთხოდაა და თუკი კვლავ შეეშინდება, თქვენ აუცილებლად მის გვერდით იქნებით.
2. შეაქეთ თქვენი შვილი
კვლევებით დასტურდება, რომ პოზიტიურმა მტკიცებამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი აზროვნების წესი. ეს ნიშნავს, რომ თუ საკუთარ თავს რაიმე პოზიტიურს ეტყვით, ამას დაიჯერებთ კიდეც. ძალიან დაგეხმარებათ, თუ თქვენს შვილს ეტყვით, რომ ის მამაცია და სისტემატურად შეაქებთ. თქვენი დადებითი სიტყვები მას დაეხმარება ნამდვილად დაიჯეროს, რომ სიბნელის შიშის დაძლევა შეუძლია - იქნება ეს საწოლის ქვეშ მცხოვრები ურჩხული თუ ხის ტოტების საშინელი ჩრდილი.
3. გაერთეთ ღამის ჩრდილებით
არსებობს უამრავი საინტერესო ღამის განათება, რომელიც თქვენს შვილს უსაფრთხოების გრძნობას გაუძლიერებს. მაგალითად, არსებობს ღამის განათება ცხოველების, ვარსკვლავების ან სხვა საბავშვო და სახალისო სილუეტებით, რომლებიც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი ბავშვის ოთახში ან დერეფანში. თუკი შუაღამისას აბაზანაში გასვლა დასჭირდება, ეს გზა ბევრად უფრო უსაფრთხო მოეჩვენება. ასევე, დარწმუნდით, რომ თუ ჩვეულებრივ განათებას იყენებთ, ის არ არის საშინელი ჩრდილების მიზეზი.
4. გადააქციეთ მათი ბნელი ოთახი სათამაშო მოედნად
შეიძლება თქვენი შვილი სიბნელეს საშიშ რეალობად აღიქვამს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ხედვა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ჩრდილების მარიონეტული წარმოდგენა, წვეულება ბრწყინვალე ჯოხებითა და სამაჯურებით, უყიდოთ მანათობელი დეტალებით გაწყობილი ტანსაცმელი და ოთახის ნივთები. ამგვარად, თქვენი შვილისთვის სიბნელე მხიარულ და გასართობ სიტუაციასთან იქნება ასოცირებული.
თემები: მშობლები, დედები და შვილები, მშობლები და შვილები, ბედნიერი ბავშვი, ბავშვები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია