LIFE

3 მეთოდი, როგორ შეასრულო დავალება სწრაფად და ხარისხიანად - დრო სულაც არ არის პროდუქტიულობის საზომი

3 მეთოდი, როგორ შეასრულო დავალება სწრაფად და ხარისხიანად - დრო სულაც არ არის პროდუქტიულობის საზომი

ხშირად მოისმენთ, როგორ აღნიშნავს ადამიანი, რომ ის ბევრს მუშაობს, მაგალითად გუშინ, 12 საათის განმავლობაში იმუშავა. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ლოგიკა სიმართლეს?

 დრო არ არის ჩვენი პროდუქტიულობის საუკეთესო საზომი. შეიძლება მხოლოდ ერთი საათი დახარჯოთ და ბრწყინვალედ შეასრულოთ სამუშაო ან დახარჯოთ ერთი კვირა და არაფერი მნიშვნელოვანი არ შექმნათ. უფრო მნიშვნელოვანია გონივრულად მუშაობა, ვიდრე ბევრი მუშაობა. 

1. მნიშვნელოვანია დროის სწორად ორგანიზება

3 მეთოდი, როგორ შეასრულო დავალება სწრაფად და ხარისხიანად - დრო სულაც არ არის პროდუქტიულობის საზომი

კონცენტრირება გააკეთეთ თქვენს პრიორიტეტებზე და მაქსიმალურად გამოიყენეთ მოცემული დრო. მიჰყევით მიზანს, სანამ მას არ მიაღწევთ. მაქსიმალურად შეეცადეთ, სხვა საკითხებმა არ გაფანტოს თქვენი ყურადღება. ადვილია ყოველ 5 წუთში შეამოწმოთ ელექტრონული ფოსტა, უყუროთ ვიდეოებს ან სოციალური მედია დაათვალიეროთ. თუმცა ეს ნიშნავს, რომ დროს უშედეგოდ კარგავთ.

ჩვენი ტვინი საკმაოდ ცვალებადია. როდესაც ყურადღებას გვეფანტება, მას დრო სჭირდება, რომ კვლავ ფოკუსირდეთ წინა დავალებაზე. გამაღიზიანებელია, როდესაც სხვა ადამიანები ხელს გვიშლიან და ყურადღებას გვიფანტავენ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ არ ვღიზიანდებით საკუთარ თავზე, როდესაც ჩვენი ნებით ვწყდებით სამუშაოს. გამორთეთ შეტყობინებები, გათიშეთ ინტერნეტი და ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც საჭიროა და შედეგები საოცარი იქნება.

 2. რამდენიმე საქმის ერთად შესრულება ცუდი იდეაა

3 მეთოდი, როგორ შეასრულო დავალება სწრაფად და ხარისხიანად - დრო სულაც არ არის პროდუქტიულობის საზომი

თუ ამის აუცილებლობა არ გაქვთ, მაქსიმალურად შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ე.წ. „მულტითასქინგი“, ანუ რამდენიმე საქმის ერთად შესრულება. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენს საქმეს და დროს უაზროდ დაკარგვის გარანტიაა.

როდესაც გონება ხეტიალს იწყებს, დავალების შესრულება უფრე დიდ დროში იწერება. როდესაც ვოცნებობთ და პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ, საქმე უარესადაა - გონება მთლიანად წყდება რეალობას და კარგავს მისი აღქმის უნარს. ზუსტად იგივე პრინციპია მულტითასქინგის დროს - გონებას უწევს სხვადასხვა საკითხს ერთდროულად გაუმკლავდეს და მთავარი ამოცანა გამოტოვოს.

3. მუშაობის საუკეთესო გზაა ამოცანის მთლიანად ჩაღრმავებაა

3 მეთოდი, როგორ შეასრულო დავალება სწრაფად და ხარისხიანად - დრო სულაც არ არის პროდუქტიულობის საზომი

შეგიმჩნევიათ რა სწრაფად გადის დრო, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხზე, სიღრმისეულად ფიქრობთ? თანაც, რა კარგ შედეგებს აღწევთ ამ დროს.

ჩაღრმავების უნარის გასაუმჯობესებლად, შეამცირეთ ყურადღების გადატანის საშუალებები თქვენს გარშემო. ასევე, განსაზღვრეთ კონკრეტული დრო, რომლის განმავლობაშიც მხოლოდ ამოცანაზე იქნებით ორიენტირებული. იქნება ეს 15, 30, 60 ან მეტი წუთი, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მნიშვნელოვანია შეასრულოთ ეს ვალდებულება.

დრო არ არის პროდუქტიულობის გაზომვის საუკეთესო გზა. თქვენ გჭირდებათ ორი რამ - შედეგი და პროცესი, იმის საჩვენებლად, თუ რამდენად კარგად შეასრულეთ თქვენი სამუშაო.



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>