LIFE

როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? – 3 ძირითადი ნეგატიური ფაქტორი

როგორ მოქმედებს სტრესი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? – 3 ძირითადი ნეგატიური ფაქტორი

სტრესი ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია. ამასთან, ამ ფაქტორმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. სტრესმა შეიძლება ზიანი მოულოდნელად მოგვაყენოს და იმაზე მეტად იმოქმედოს, ვიდრე ველოდებით. ერთად გავეცნოთ, რა ზოგადი უარყოფითი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს სტრესულმა სიტუაციებმა.

მუდმივად გაბრაზებული

ზოგადად, სტრესი უფრო მეტად გვაღიზიანებს და გვაბრაზებს. ალბათ, შეგიმჩნევიათ, სტრესული სიტუაციების დროს, როგორ გაღიზიანებთ ისეთი წვრილმანები, როგორიცაა სხვების მოძრაობა, ჭამის მანერა და სუნთქვაც კი.

სტრესმა შეიძლება იმედგაცრუების შეგრძნების მიზეზიც კი გახდეს და გაზარდოს დაძაბულობის შეგრძნება. როგორც წესი, დაძაბული ადამიანები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ემოციური აფეთქებებისკენ, რამაც შეიძლება დააზიანოს მათი რეპუტაცია, ურთიერთობები და ცხოვრების სხვა ასპექტები.

ძილის პრობლემები

ჯანსაღი ძილი ჩვენი კარგად ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. როდესაც ნაკლებად გვძინავს ან ძილის დაბალი ხარისხი გვაქვს, ეს გავლენას მოახდენს ჩვენი ჯანმრთელობის თითქმის ყველა ასპექტზე. სტრესმა შეიძლება დაარღვიოს ჩვენი ძილი, რასაც აუცილებლად მოჰყვება შემდგომი სხვა სტრესები და ასე, მანკიერი ციკლი შეიქმნება, რომლის გარღვევაც დროთა განმავლობაში უფრო გაძნელდება.

უძრაობის შეგრძნება

როდესაც სტრესი გაქვთ, შეიძლება ყველაფრის ხალისი დაკარგოთ და უფრო მეტად დაგჭირდეთ საკუთარი თავისთვის რაღაცების დაძალება. ამასთან, სავარაუდოდ, თქვენს მიერ შესრულებული საქმე ნაკლებად ხარისხიანი იქნება. რაც ყველაზე ცუდია, მუდმივად გექნებათ უძრაობის შეგრძნება, რაც სხვა ნეგატიურ შეგრძნებებისა და აღქმების წინაპირობაა - შეიძლება იგრძნოთ, რომ წარუმატებელი ხართ და მწვავედ გააკრიტიკოთ საკუთარი თავი. ეს კი, თავის მხრივ ცუდად მოქმედებს თქვენს ემოციურ ჯანმრთელობაზე.

დაიმახსოვრეთ, სტრესი ხელს უწყობს შფოთვის გამწვავებას, ამიტომ, თუ სტრესულ პირობებში თავს განსაკუთრებით გაღიზიანებულად გრძნობთ, არ შეგეშინდეთ. გახსოვდეთ, რომ ეს დროებითი პერიოდია. შეეცადეთ დაისვენოთ, განიტვირთოთ, აკეთოთ ის საქმე, რაც ნამდვილად გიყვართ და რაც მთავარია, არასოდეს შეიტანოთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში. ყოველ სტრესულ პერიოდთან ერთად, თქვენ კიდევ უფრო ძლიერდებით.