LIFE

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი 9 ფსიქოლოგიური ტექნიკის გამოყენებით

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი 9 ფსიქოლოგიური ტექნიკის გამოყენებით

მართალია, შეუძლებელია ადამიანს აიძულო, ვინმე მოეწონოს, მაგრამ ნამდვილად არსებობს ფსიქოლოგიური რჩევები და ტექნიკები, რომლებიც დაგეხმარებათ სასურველი მამაკაცი (და ზოგადად, ხალხი) მარტივად მოხიბლოთ.

1. სთხოვეთ დახმარება 

სხვადასხვა კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ ხალხს მოსწონს ის ადამიანები, ვისაც ეხმარებიან. მაშინაც კი, თუ თავდაპირველად, ამ ადამიანის მიმართ, ნეგატიური გრძნობები გაუჩნდათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ქვეცნობიერად ვაჯერებთ საკუთარ თავს, ეს ადამიანი, ჩვენთვისაც იმავეს გააკეთებდა. 

2. უთხარით კომპლიმენტები...

მამაკაცების უმეტესობა ხშირად არ იღებს კომპლიმენტებს, ამიტომ მათი მოსმენა ძალიან სიამოვნებთ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ კომპლიმენტები კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ მათ მუდმივად ისმენთ. მოზომილი და აზრიანი შექება, ნებისმიერ მამაკაცს აიძულებს, რომ თქვენს ირგვლივ, ფეხის წვერებზე იტრიალოს.

3. ეკონტაქტეთ თვალებით

კვლევებით დასტურდება, რომ თვალებით ხანგრძლივი კონტაქტი, ზრდის ორ ადამიანს შორის, სიყვარულის გაჩენის ალბათობას.

4. მიმართეთ სახელით

დიახ, ჩვენი სახელი, ჩვენს ყურებში, საუკეთესო მუსიკასავით ჟღერს. ვინმეს მიერ თქვენი სახელის გაგონება იდეალურად კვებავს ეგოს.

5. გაიმეორეთ მისი ჟესტები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა, რომ ადამიანებს თქვენს შორის არსებული კავშირი დაანახოთ, არის მათი ჟესტების დახვეწილად „გადაწერა“. ეს რეალურად ქვეცნობიერის თამაშებია, რომელიც იდეალურად აისახება ცნობიერ დონეზე.

6. არ შეგეშინდეთ დაანახოთ თქვენი ნაკლოვანებები 

ბევრ ქალს სურს დაიმალოს თავისი ნაკლოვანებები და მამაკაცი, საკუთარი "სრულყოფილებით" მოხიბლოს. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად არ უნდა ააფაროთ სახეზე თქვენი ყველა ნაკლი, უბრალოდ დაანახეთ მას, რომ თქვენც ადამიანი ხართ. ეს ასევე აჩვენებს, რომ თქვენ ყალბი არ ხართ...

7. გქონდეს კარგის მოლოდინი

პიგმალიონის ეფექტის მიხედვით, ჩვენ სხვების მოლოდინებს ვამართლებთ. თუ ფიქრობთ, რომ ის არასერიოზულია, მაშინ ისე მოიქცევით, რომ მის არასერიოზულობას წაახალისებთ. ამიტომ, გქონდეთ კარგის მოლოდინი და ის იმაზე უკეთესი აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ ფიქრობდით. 

8. მიეცით საშუალება ისაუბროს საკუთარ თავზე

ხალხს უყვარს საკუთარ თავზე საუბარი, მაშინაც კი, თუ ის ბუნებით ნარცისი სულაც არ არის. დაუსვით შეკითხვები, მიეცით საშუალება ისაუბროს და გაიხსნას. ასე, თქვენ, მისი მოხიბვლის მეტი შანსი გექნებათ.

9. იცხოვრეთ საკუთარი ცხოვრებით 

იცით, ვის უყვარს იმ ქალთან ყოფნა, რომელიც მას სამყაროს ცენტრად გადააქცევს? მხოლოდ მოძალადეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ფსიქოლოგიურად ძალიან უსუსურები არიან. ამიტომ, აჩვენეთ თქვენს „მსხვერპლს“, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი, გაწონასწორებული ქალი, რომელიც არ ოცნებობს მასთან დროის გატარებაზე. დაე, თავად იოცნებოს თქვენზე!