ჯანმრთელობა

5 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ წითელი ღვინო ყოველ საღამოს

5 მიზეზი, რატომ უნდა დალიოთ წითელი ღვინო ყოველ საღამოს

ალბათ გსმენიათ, რომ წითელი ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. მაგრამ გიფიქრიათ თუ რა სარგებელი მოაქვს ამ ჯადოსნურ სითხეს?

1. წითელი ღვინო სასარგებლოა თქვენი გულისთვის 

წითელ ღვინოში შემავალი ანტიოქსიდანტები ამცირებენ LDL (ცუდი ქოლესტერინის) დონეს და წარმოქმნიან „კარგ“ ქოლესტერინს. შედეგად კი მცირდება გულის დაავადებების განვითარების რისკი. 

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, გარკვეულ ჯიშებში ფლავონოიდების (მცენარეული ნაერთი ანტიოქსიდანტური თვისებებით) უფრო მეტი კონცენტრაციაა, მაგრამ ზოგადად, ნებისმიერ წითელ ღვინოს გააჩნია ეს საოცარი უნარი.

2. წითელი ღვინო ამცირებს დეპრესიის რისკს

მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლიზმი ბევრ ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემას უკავშირდება, წითელი ღვინის ზომიერმა მიღებამ შეიძლება საწინააღმდეგო შედეგი გამოიწვიოს. კვლევის მიხედვით დასტურდება, რომ კვირაში 2-7 ჭიქა წითელი ღვინო ამცირებს დეპრესიის რისკს. 

3. წითელ ღვინოში აღმოჩენილი პოლიფენოლი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას 

ყოველ დილით ბერძნული იოგურტის მიღება არ არის ერთადერთი, რაც საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს. წითელი ღვინის მიღება ზრდის მსხვილ ნაწლავში კარგი ბაქტერიების დონეს, რაც ხელს უწყობს თქვენს საჭმლის მომნელებელ ტრაქტის ფუნქციონირებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს K ვიტამინის გამომუშავებას - ეს საოცარი ვიტამინი კი თრომბის განვითარების შეფერხებაზეა პასუხისმგებელი. 

4. წითელ ღვინო დაგეხმარებათ ცხიმის წვაში 

წითელ ღვინოში შემავალი ნაერთი პიცეატანოლი, ცხიმზე ზემოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი. ლაბორატორიულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ პიცეატანოლი ბლოკავს იმ პროცესს, რომელიც ცხიმოვანი უჯრედის ფორმირებაზე პასუხისმგებელი. 

5. წითელ ღვინო აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უშლის დემენციის განვითარებას 

პოლიფენოლები, რომლებიც გვხვდება წითელ ღვინოში, ჩაიში, კაკალში, კენკროვანებსა და კაკაოში, მნიშვნელოვნად აძლიერებს კოგნიტური უნარებს და ხელს უშლის დემენციის, იგივე „გაფანტული სკლეროზის“ განვითარებას.