LIFE

7 მიზეზი თუ რატომაა კარგი საპირისპირო სქესის ადამიანთან მეგობრობა

7 მიზეზი თუ რატომაა კარგი საპირისპირო სქესის ადამიანთან მეგობრობა

1. ის განსხვავებულ პერსპექტივას შემოგთავაზებთ

ყველამ ვიცით, რომ ქალები და მამაკაცები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ხოლო შეხედულებების მიღება იმ ადამიანებისგან, რომლებიც სამყაროს სხვაგვარად ხედავენ, ფასდაუდებელია. ეს საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ არსებული სიტუაცია და მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ჩვენი პერსპექტივით უბრალოდ შეუძლებელია. იქნება ეს სამსახური, ოჯახი თუ რომანტიკული ურთიერთობები. 

2. თქვენ ყოველთვის გყავთ სარეზერვო პარტნიორი 

დიახ, თუ მარტოხელა ხართ და ისეთ ღონისძიებაზე მიდიხარ, სადაც მარტო დასწრება არ გსურთ, საპირისპირო სქესის მეგობარი იდეალური პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ვთხოვოთ მეგობარს იყოს "პლუს ერთი".

3. მისი სქესი თქვენი უპირატესობაა 

ძალიან რთულია უცხო ადამიანის გაცნობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა არ იცით, მარტოხელაა თუ არა. ამ დროს კი საპირისპირო სქესის მეგობარს თქვენი დახმარება შეუძლია. თუ თქვენი მეგობარი „მსხვერპლს“ დაუახლოვდება, მას შეუძლია ძალიან ბუნებრივად მიიღოს ინფორმაცია და ცხადია, თქვენამდე მოიტანოს. 

4. გაუმჯობესდება თქვენი კომუნიკაციის უნარი 

საპირისპირო სქესის მეგობართან ერთად დროის გატარება კომუნიკაციის უნარს აუმჯობესებს. ჩვენს მეგობრებთან ადვილია გრძნობებზე, ემოციებსა თუ შთაბეჭდილებებზე საუბარი. საპირისპირო სქესის მეგობართან ემოციური გულწრფელობა კი, თავდაჯერებას აძლიერებს - თქვენ უკვე იცით, რომ მამაკაცებიც ადამიანები არიან და მათთვის გრძნობების გაზიარება უსაფრთხოა. 

5. შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ თქვენს გრძნობებზე 

ზოგიერთ მამაკაცს აღნიშნავს, რომ ძალიან უჭირს ძმაკაცთან ემოციური საუბარი, ხოლო მეგობარ ქალებთან კი არა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე გრძნობებზე საუბარს ეხება. 

6. ის საჩუქრების შერჩევაში დაგეხმარებათ 

საჩუქრების შერჩევა ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ, ასეთ სიტუაციებში, თქვენი მეგობარი უბრალოდ სასწრაფო დახმარების ტოლფასია. 

7. გამოცდით ისეთ აქტივობას, რასაც თავად არ გააკეთებდით 

მეგობრობის დიდი ნაწილი არის ახალი რაღაცების ერთად გამოცდა და ერთმანეთის ჰობისა თუ საქმიანობის გაზიარება. იმის თქმა, რომ არსებობს მამაკაცური ან მდედრობითი აქტივობები, მოძველებულია, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავად მოინდომებდით. ამიტომ, საპირისპირო სქესის მეგობარი არა მხოლოდ ახალი პერსპექტივების მიღებაში გეხმარებათ, არამედ ახალი აქტივობების გასაცნობადაც შეუცვლელი პარტნიორია.