LIFE

ფროიდის ტესტი: რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში?

ფროიდის ტესტი: რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში?

აიღეთ კალამი და ფურცელი, გამორთეთ ლოგიკა, ჩართეთ ფანტაზია და დაიწყეთ! 

1. თქვენ იყურებით ზღვაში. რას გრძნობთ?

2. თქვენ დადიხართ ტყეში და უყურებთ მიწას. რას ხედავ? დაწერეთ ის განცდა, რაც ამაზე ფიქრისას გებადებათ.

3. თქვენ უყურებთ თოლიებს, რომლებიც დაფრინავენ თქვენს თავზე. თავს როგორ გრძნობთ?

4. თქვენ უყურებთ მინდორში გაშვებულ ცხენებს. რა ემოციას იღებთ?

5. თქვენ უდაბნოში ხართ და თქვენს წინ არის დიდი კედელი. თქვენ ვერ ხედავთ მის დასასრულს. ხოლო კედელში პატარა ხვრელია, საიდანაც ოაზისი ჩანს. რას აპირებთ?

6. უდაბნოში ხეტიალისას უცებ აღმოაჩენთ წყლით სავსე დოქს. რას მოიმოქმედებთ?

7. ტყეში ღამით დაიკარგეთ. უცებ აღმოაჩენთ სახლს, სადაც შუქი ანთებულია. დაფიქრდით, რას გააკეთებთ?

8. ნისლში ხართ და ვერაფერს ხედავთ. რა არის პირველი რისი გაკეთებაც გსურთ? 

ფროიდის ტესტი: რა იმალება თქვენს ქვეცნობიერში?

რას ნიშნავს თქვენი პასუხები?

1. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, თქვენი ემოციები და სურვილები.

2. ეს არის ის, რასაც თქვენ გრძნობთ ოჯახის მიმართ.

3. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.

4. ეს არის თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.

5. ეს არის პრობლემების გადაჭრის თქვენეული სტრატეგია.

6. ასე ირჩევთ სექსუალურ პარტნიორს.

7. ეს გამოხატავს თქვენს მზადყოფნას ქორწინებისა და ოჯახის შესაქმნელად.

8. ეს არის თქვენი დამოკიდებულება სიკვდილთან.