LIFE

7 რჩევა, როგორ გახდეთ გონებრივად ძლიერი და მშვიდი ადამიანი

7 რჩევა, როგორ გახდეთ გონებრივად ძლიერი და მშვიდი ადამიანი

ყველას სურს იცხოვროს დაბალანსებული და ჯანსაღი ცხოვრებით. ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ ეს მოიცავს როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესს - კვებასა და ფიზიკურ აქტივობას, ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

დაფიქრდით, ბოლოს როდის შეაფასეთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა და რას აკეთებთ თქვენი მის გასაუმჯობესებლად 

1. პრაქტიკა „მაინდფულნეს“ 

ეს არის თერაპიული ტექნიკა, რომელიც გულისხმობს მიმდინარე მომენტის სრულ გაცნობიერებას. ეს „გაიძულებთ“ მიიღოთ და დაეუფლოთ თქვენს აზრებს, ემოციებს, გრძნობებსა და სხეულის შეგრძნებებს. თანაც ყოველგვარი განსჯის, უარყოფისა და თავის არიდების გარეშე. ეს გიბიძგებთ იცხოვროთ ამ კონკრეტულ მომენტში ისე, რომ არ ინერვიულოთ მომავალზე და არც წარსულის ნეგატიურმა გამოცდილებამ შეგაწუხოთ. 

ამ მდგომარეობის მისაღწევად, შეგიძლიათ დაიწყოთ ყოველდღიური რუტინების დანერგვა. ასევე, დასაწყისისთვის საუკეთესო გზაა გაანალიზოთ, თუ როგორ რეაგირებს თქვენი გონება და სხეული სურნელზე, ბგერებზე ან თუნდაც გემოებზე. 

ეს გარდატეხვა შეიძლება არ მოხდეს ერთ ღამეში, მაგრამ თუ ყოველდღიურად შეეცდებით მიჰყვეთ კონკრეტულ რუტინას და დაუკვირდეთ მომენტში მიმდინარე შეგრძნებებს, შეუმჩნევლად დაიწყებთ „აქ და ახლა“ ცხოვრებას. ამასთან, „მაიდნფულნესის“ მისაღწევად აუცილებელია ზედმეტი ფიქრის კონტროლი... 

2. შეწყვიტეთ ზედმეტი ფიქრი

ოდესმე გიგრძვნიათ რა ადვილია ფიქრებში დაკარგვა? თუ ეს ჩვევა გახასიათებთ, მაშინ დროა მის მოშორებაზე იფიქროთ, რადგან ის ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას. 

პირველ რიგში, ჩართეთ „ზედმეტი ფიქრის 15 წუთი“ თქვენს ყოველდღიურ რუტინაში და მკაცრად დაიცავით ეს წესი. როდესაც დრო ამოიწურება, განაგრძეთ სხვა საქმიანობა. დღის განმავლობაში კონცენტრირება მოახდინეთ მხოლოდ იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ. ჩამოწერეთ თქვენი მიმდინარე ცხოვრების 3 მთავარი პრობლემა და თითოეულ მათგანს მიუწერეთ მისი გადაჭრის გზა. ეს აზრების დალაგებაში დაგეხმარებათ. 

პარალელურად შეეცადეთ მაქსიმალურად გადაიტანოთ ყურადღება, იქნება ეს ახალი პროექტი, აქტივობა თუ სხვა საქმიანობა... 

3. იყავით ორგანიზებული 

ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის არეულობა. იქნება ეს სამსახური თუ სახლი, თქვენი შფოთის მიზეზი დაულაგებელი სიტუაციებია. 

ამიტომ, სისტემურად დაალაგეთ თქვენი მიზნები: ჩამოწერეთ პრიორიტეტები და გადაწყვიტეთ, რომელი მიზნის მიღწევა გსურთ ყველაზე მალე. ყოველდღიურად დაუთმეთ მცირე დრო ამ მიზნის რეალობად გადაქცევას. 

მართალია, ამ დროს დიდია ცდუნება გამოიყენოთ „ან ყველაფერი ან არაფერი“ მეთოდი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პატარა, მაგრამ რეგულარული ნაბიჯებით უფრო დიდი გზის გავლაა შესაძლებელი. 

4. რეგულარულად ივარჯიშეთ 

ვარჯიში შეიძლება ისეთივე მარტივი იყოს, როგორც 10 წუთიანი გასეირნება. რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ აზრების დალაგებაში, სტრესის შემცირებასა და ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში. 

5. პრაქტიკა „მადლიერება“ 

ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მადლობელი უნდა იყოთ იმისთვის, რაც ახლა გაქვთ ცხოვრებაში და არ დარდობთ იმაზე, რაც ჯერ არ მიგიღიათ. მადლიერების პრაქტიკა ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ რთულია.

ყოველ დილით, მხოლოდ 5 წუთი დაუთმეთ იმაზე ფიქრს, რისთვისაც ხართ მადლობელი. ასე, პოზიტიური ემოციებით დაიწყებთ თქვენს დღეს.

6. დაისვენეთ სოციალური მედიისგან 

სოციალურ მედიაში უამრავი ნეგატიური ამბავი ტრიალებს, ამიტომ „შესვენება“ ვარიანტი კი არ არის, ის აუცილებლობაა. 

იმ მრავალ სიკეთესთან ერთად, რაც სოციალურმა მედიამ მედიამ მოიტანა, ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ხშირად ისაა შფოთვის, გონებრივი დაღლილობისა და სტრესის ძირითადი მიზეზი. 

დროდადრო შეისვენეთ სოციალური მედიიდან; თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა ამისთვის მადლობას გადაგიხდით. 

7. ისაუბრეთ 

მოდით ვაღიაროთ, რომ სხვასთან თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი სწრაფი აღდგენის ერთ-ერთი საუკეთესო გზა. მართალია ამ დროს დაუცველად გამოიყურებით, მაგრამ მას შემდეგ რაც მიიღებთ საჭირო ფსიქიკურ დახმარებას, შეგიძლიათ გახდეთ ის ადამიანი, ვინც სხვებს დაეხმარება. 

იდეალურ შემთხვევაში ესაუბრეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ასევე, შესაძლებელია დარჩეთ ანონიმური და შეუერთდეთ ონლაინ თერაპიებს. ხოლო თუ ეს ვარიანტებიც არაა თქვენთვის მოსახერხებელი, აუცილებლად განიხილეთ თერაპევტთან ვიზიტი.