LIFE

შეწყვიტე ნეგატიური ფიქრი საკუთარ თავზე - შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ

შეწყვიტე ნეგატიური ფიქრი საკუთარ თავზე - შენ ის ხარ, რასაც ფიქრობ

თანამედროვე სამყაროში, უამრავი ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი ნიჭის გამოვლენას, რადგან არ ენდობა საკუთარ თავს. მათ სჯერათ, რომ ისინი არ არიან საკმარისად კარგები და რომ მათი იდეები სულელურია. 

ამ ადამიანების გონება სავსეა ყველა სახის უარყოფითი აზრებით, რაც ხელს უშლით წარმატების მიღწევასა და ოცნებების ასრულებაში. თუ ადამიანი ნეგატიურად აზროვნებს, მაშინ ვერასოდეს იქნება საკუთარ თავში დარწმუნებული. თავდაჯერება კი, წარმატების და ბედნიერების მთავარი ინგრედიენტია. 

სტივენ კინგმა ერთხელ თქვა, რომ ყველაზე საშიში არის პერიოდი, სანამ მოქმედებას დაიწყებ. როგორც კი სულ პატარა ნაბიჯს გადადგამ, ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისკენ შეიცვლება.

იმისათვის, რომ იცხოვრო ბედნიერი და ლაღი ცხოვრებით, უნდა გქონდეს უნარი ენდო საკუთარ შესაძლებლობებს. ამ უნარის საშუალებით უნდა გაანადგურო საკუთარ თავთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვი თუ ნეგატიური შეფასება და არ დაკარგო იმედი. 

ნუ იფიქრებ ისეთ სისულელეებზე, როგორიცაა „შემიძლია ამის გაკეთება?“, „რა მოხდება, თუ დავმარცხდები?“, „ვარ საუკეთესო ადამიანი ამ სამუშაოსთვის?“ - ეს სიტყვები შეიძლება აისახოს შენს ქმედებებზე და გახდეს შენი რეალობა. ნუ იქნები ნეგატიური აზროვნების მსხვერპლი - დაიმახსოვრე, სამყარო გამუდმებით გისმენს. 

გჯეროდეს, რომ ყველა შესაძლებლობა, რაც ცხოვრებაში გხვდება, შენთვისაა განკუთვნილი და ამას იმსახურებ. განავითარე პოზიტიური აზროვნება, მიეცი თავს უფლება გაიზარდო და ყოველგვარი ნეგატივისა და ეჭვების გარეშე აღმოაჩინე ახალი ჰორიზონტები. 

დიახ, ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს. მაგრამ სწორედ ასეთ მომენტებში უნდა გადავწყვიტოთ ვენდოთ საკუთარ თავს და გამოვიყენოთ ეს დაბრკოლება, როგორც ახალი შესაძლებლობა. 

და თუ ბევრჯერ სცადე, მაგრამ რაღაც არ გამოგდის, შენ არ ხართ დამარცხებული. რადგან კიდევ ერთი გაკვეთილი მიიღე და ახლა დროა, ახალი ფურცელი გადაშალო. 

ჩვენ ყველას გვაქვს ეჭვისა და სისუსტის მომენტები, მაგრამ ჩვენ უნდა ავირჩიოთ გავხდეთ უფრო ძლიერი, ვიდრე ჩვენი აზრებია. დაიმახსოვრე - რაც არ გკლავს გაძლიერებს. და მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან... 

დადექი სარკის წინ და უთხარი საკუთარ თავს, რომ შენ შეგიძლიათ და მიაღწევ ყველაფერს, რასაც მიზნად დაისახავ! დაე დაილექოს ეს სიტყვები გონებაში, მაშინაც კი, თუ გამოწვევების წინაშე დადგებით. 

დაიმახსოვრე, შენი შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ მათ გამოსავლენად საჭიროა ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება. მიეცი გონებას საშუალება შეისწავლოს სამყარო და მიაღწიოს მაქსიმალურ პიკს. წარუმატებლობების გახსენების ნაცვლად, შეადგინე პოზიტიური სია, რომლებიც შეგახსენებთ შენს ძლიერ მხარეებს, გამარჯვებებს და ახალ შესაძლებლობებს. 

გამოიმუშავე მადლიერების პრაქტიკა და აღნიშნე ყოველი მცირე გამარჯვება. ენდე საკუთარ თავს, გაათავისუფლე გონება და დაიწყე სვლა ბედნიერებისკენ.