არავის უყვარს იმის აღიარება, რომ მათი სასიყვარულო ურთიერთობები ნელ-ნელა კრახს განიცდის და არასასურველი შედეგებისკენ მიდის, თუმცა არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა და გამოუვალი მდგომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე სასურველი ურთიერთობის შენარჩუნებას ეხება.
გირჩევთ, არასოდეს აარიდოთ თავი პარტნიორთან ისეთ საკითხებზე საუბარს, რაც, ფიქრობთ, რომ თქვენს ურთიერთობაზე ცუდად აისახება. ნუ ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებია, რომლებიც თავისით ჩაივლის, რომელსაც თქვენი მსჯელობა და განხილვა არ სჭირდება. მყარი და ძლიერი ურთიერთობა სწორედ ასეთ დეტალებზე დგას, შესაბამისად, მათი განხილვა, პრობლემებზე საუბარი თქვენი ურთიერთობისთვის სასიკეთოა. სირაქლემის პოზაში ყოფნა ვერ დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი ურთიერთობის შენარჩუნებაში.პრობლემებზე საუბარი ყველაზე კარგი საშუალებაა ურთიერთობების გასაღრმავებლად, მასში არსებული პრობლემების აღმოსაჩენად და ყველაფრის ახალი ფურცლიდან დასაწყებად.
TREND გთავაზობთ პრობლემების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მათი თქვენს რჩეულთან განხილვა სასურველია:
1. აღარ გაქვთ სექსი
კარგი და სტაბილური სექსი ხანგრძლივი და ბდნიერი ურთიერთობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. სექსუალურ ცხოვრებაში პრობლემები ყველაზე ხშირად ხდება ურთიერთობების დასასრულის მიზეზი. უპირველესად, სცადეთ გაიგოთ, რომელ თქვენგანშია პრობლემა. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენ ძველებურად გსურთ იგი, ხოლო მას ინიციატორობა არ სურს, გაარკვიეთ ზოგადად დაკარგა ინტერესი სექსის მიმართ თუ თქვენ მიმართ აღარ აქვს საკმარისი გრძნობები.
თუ თქვენ გაწუხებთ ეს პრობლემა, მაშინ თავს სიმართლეში გამოუყტდით და დაიწყეთ იმაზე ფიქრი, რატომ აღარ გსურთ სექსი თქვენს პარტნიორთან. რამდენიმე დღე მარტომ გაატარეთ და დასვით მთავარი შეკითხვა: გრძნობთ თუ არა თავს უკეთესად მის გარეშე?
2. როდესაც შეხედულებები გეცვლება
თუ ატყობთ, რომ თქვენს პარტნიორში აღარ გიზიდავთ მისი მანერები ან ქცევები, რომლებიც ერთ დროს სექსუალურად გეჩვენებოდათ, მაშინ დროა ამაზე ისაუბროთ.
უყურებთ როგორ ცეკვავს და ამის გამო თავს უხერხულად გრძნობთ ? არა არის აუცილებელი ამაზე თვალები დახუჭოთ. არ აქვს მნიშვნელობა მისი რომელი პიროვნული დეტალი გახდა თქვენთვის გამაღიზიანებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია, დაფიქრდეთ, რამდენად ხშირად გრძნობთ, რომ მის მიმართ შეხედულებები შეგეცვალათ. შესაძლოა, ეს იმის ნიშანია, რომ მასთან ურთიერთობა აღარ სურთ.
3. როდესაც კამათი ყოველდღიურ ხასიათს იღებს
კამათი ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილია. აუცილებელია, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ხშირად ისაუბროთ თემებზე, რომლებზეც ვერ თანხმდებით. ეს ჯანსაღი პროცესია. თუმცა, როდესაც კამათი ყოველდღიურ სახეს იღებს და თქვენს პარტნიორთან მშვიდი საუბარი წარმოუდგენელი ხდება, ეს ნამდვილად პრობლემაა, რომელზეც გადაუდებლად უნდა ალაპარაკდეთ.
4. საუბარი მოსაწყენი ხდება
საინტერესო საუბარი კარგი ურთიერთობის საფუძველია. თუ ამჩნევთ, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ყველა სასაუბრო თემა ამოწურეთ და ახალზე ვერაფერზე საუბროთ, ეს ნიშანია იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მონოტონურ გზას ადგას. ასეთი ტიპის ურთიერთობები, როგორც წესი, დიდხანს ვერ გრძელდება. გვერწმუნეთ, თუ თქვენი პარტნიორი თავისი დღის შესახებ გიყვებათ და თქვენ მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, რა მოამზადოთ სადილად, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ გულწრფელი საუბარი გჭირდებათ.
5. როდესაც მისი ერთგულება აღარაა მნიშვნელოვანი
ეჭვიანობა, რა თქმა უნდა, გამართლებული არასოდეს არაა, თუმცა, ამ შემთხვევაშიც უნდა ვხედავდეთ განსხვავებას ზრუნვასა და უადგილო ეჭვებს შორის. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი პარტნიორის ერთგულება თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და არ აქცევთ ყურადღებას იმას, თუ როგორ ცდილობს ის თქვენზე ზრუნვას, მაშინ დროა, იმაზე იფიქროთ, თუ რა ფორმით აპირებთ ურთიერთობის დასრულებას.
გულწრფელად, რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხია, ისიც, თუ რამდენად ცდილობს თქვენი პარტნიორი მისი ერთგლება დაგანახოთ. როდესაც მისი მცდელობა თქვენთვის დღითიდღე უმნიშვნელო ფაქტად იქცევა, მაშინ იმაზე დაფიქრდით, რამდენად გესიამოვდებოდათ მისი დანახვა სხვა ქალთან.
6. როდესაც მასთან განმარტოებას აღარ ცდილობთ
ზოგიერთი წყვილი განუყოფელია, ზოგიერთი კი სოციალური ტიპის ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას და ცდილობს დრო მეგობრებთან ერთად გაატაროს. არც ერთი შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. ეს თქვენი და თქვენი პარტნიორის გემოვნების საკითხია, თუმცა თუ თქვენ მუდმივად აწყობთ გეგმებს, რომელშიც თქვენი რჩეული არ მოიაზრება, ეს იმის ნიშანია, რომ მის გარეშე დროს უკეთესად ატარებთ.
7. როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავთ
გვიყვარდეთ საკუთარი თავი, ეს უპირობოდ მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ურთიერთობებისთვისაც.ყოველმა ადამიანმა უპირველესად საკუთარი თავის მიმართ სიყვარული და პატივისცემა უნდა გაითავისოს და შემდეგ დაიწყოს მეორე ნახევრის ძებნა.
ნათქვამია და სწორადაც, რომ როდესაც საკუთარი თავის სიყვარული შეგიძლია, სხვასაც მარტივად გააბედნიერებ. მაგრამ, ეცადეთ დაიცვათ ოქროს შუალედი საკუთარი თავის სიყვარული და ეგოიზმში ან ნარცისიზმში არ გადაგეზარდოთ. ასეთ დროს, სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება ის, თუ რა აბედნიერებს შენს პარტნიორს, რაც ურთიერთობს დასასრულისკენ უბიძგებს.
თუ თქვენი პრიორიტეტების სიაში მისი ადგილი არ არის, სჯობს, დრო მის გვერდით აღარ დაკარგოთ, თავს სიმართლეში გამოუტყდეთ და ბედნიერება სხვაგან ეძებოთ.
8. როდესაც ერთმანეთს პატივს აღარ სცემთ
ერთმანეთის პატივისცემა აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ურთიერთობისთვის. შესაძლოა, ურთიერთობაში გქონდეთ დიდი ვნება, სიყვარული, ბევრი დრამა და სიანტერესო თავგადასავლებიც, მაგრამ პატივისცემის გარეშე ყველაზე მრავალფეროვანი ურთიეთობებიც კი დასასრულისთვის არის განწირული.
როდესაც პარტნიორები ერთმანეთს არ აფასებენ და ერთმანეთის აზრს არ ითვალისწინებენ, ყველაფერი ფასს კარგავს. შეიძლება ეს ფაქტი დროებით სხვა გარემოებით გადაფაროთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ პრობლემაზე საუაბრი მაინც მოგიწევთ.
9. როდესაც ერთმანეთის სურვილებს აღარ ითვალისწინებთ
როგორ ფიქრობთ, თქვენს სამომავლო გეგმებში არის ის მამაკაცი, რომლის გვერდითაც ახლა ხართ? ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რომელზე პასუხიც თუ დაზუსტებით არა, სურვილის დონეზე მაინც უნდა იცოდეთ. უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ეცდება მის ცხოვრებას თქვენი სამომავლო გეგმები მოარგოს. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, რამდენად ემთხვევა თქვენი ინტერსები ერთმანეთს. ურთიერთობის წარუმატებლობას, ხშირად ინტერესთა კონფლიქტი იწვევს. არცერთი თქვენგანი არ არის ვალდებული გამუდმებით თმობდეს თავის პოზიციებს.
10. როდესაც მისი ქმედებები გამაღიზიანებელია
თუ თქვენს მისი ნებისმიერი ქმედება გაღიზიანებთ, დაფიქრდით, იქნებ პრობლემა ისაა, რომ ურთიერთობის დასრულება გსურთ და ამაში საკუთარ თავს ვერ უტყდებით.
მისი ჩახუტება, საჩუქრები, კოცნა და ნებისმიერი მცდელობა, თქვენთვის გაამღიზიანებელია, ეს ნამდვილად იმის ნიშანია, რომ დროა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. ნუ დარჩებით ადამიანთან მხოლოდ მისი კარგი პიროვნული მახასიათებლების გამო, გახსოვდეთ, თუ ის აღარ გიყვართ, როგორც არ უნდა ეცადოს, ვერასოდეს გაგაბედნიერებთ.
11. როდესაც ის აღარ გიზიდავთ
ვნება, სექსი, მიზიდულობა, "ქიმია" - ურთიერთობისთვის მნიშვნელოვნად საჭირო დეტალებია. ეს ყველაფერი კი მაშინ ქრება, როდესაც ამჩნევთ, რომ თქვენი პარტნიორის სხეული თქვენთვის მიმზიდველი აღარაა და მისი შიშველი დანახვა გაღიზიანებთ.
ნაკლი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს და მისი ძებნა, საყვარელი ადამიანის ფიზიკურ მხარეში არ უნდა დაიწყოთ. შეყვარებული მაშინ ხართ, როდესაც თქვენს პარტნიორს შიშველს უყურებთ და გგონიათ, რომ ის პლანეტაზე ყველაზე სექსუალური მამაკაცია.
12. როდესაც მის საზრუნავს აღარ განიცდით
მაშინ, როცა თქვენმა პარტნიორმა სამსახური დაკარგა, ავად გახდა ან სხვა საზრუნავი გამოუჩნდა, შესაბამისად კი თავს ცუდად გრძნობს, იზიარებთ თუ არა მის მდგომარეობას, რამდენად გსურთ მისი დახმარება და მისი პრობლემების თქვენი მონაწილეობით მოგვარება. ეს ის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ყველა წყვილი გადის.
როდესაც შეამჩნევთ, რომ დროის სვლასთან ერთად თქვენი დამოკიდებულაც იცვლება და სულ უფრო ნაკლებად განიცდით მის პრობლემებს, ეს ნამდვილადაა იმის ნიშანი, რომ თქვენ უბრალოდ საკუთარ თავს ატყუებთ ან გეშინიათ მარტო დარჩენის, რადგან სიყვარულის შემთხვევაში, არასოდეს ხდება უმნიშვნელო ის, თუ რა აწუხებს თქვენს პარტნიორს.
13. როდესაც მალავთ თქვენს ურთიერთობას
როდესაც მიმზიდველ მამაკაცს ხვდებით, ხომ არ გავიწყდებათ იმის აღნიშვნა, რომ მარტო არ ხართ? იქნებ, უხეშად იტყუებით და ამბობთ, რომ თავისუფალი ქალი ხართ. თუ ეს ასეა, ამის ერთადერთი ახსნაა ისაა, რომ თქვენ მოგბეზრდათ თქვენს პარტნიორთან ურთიერთობა. სხვა შემთხვევაში, არც ერთ წამს არ გაუშვებდით ხელიდან, რომ მასზე გესაუბრათ.
14. სამომავლო გეგმებზე არ საუბროთ
რა თქმა უნდა, ყველა ახლად შექმნილი წყვილი ბევრს საუბრობს მომავალზე, იქნება ეს მათი საოცნებო სახლი, სამსახური, ქორწილი თუ დასვენება.
ურთიერთობა იქამდეა მყარი, სანამ წყვილი ერთმანეთს ითვალისიწნებს. ერთპიროვნულად იმის გადაწყვეტა თუ რამდენი შვილი გეყოლებათ, იყოლიებთ თუ არა შინაურ ცხოველებს ან თუნდაც რომელ ფერზე შეაჩერებთ არჩევანს თქვენი სახლის კედლებისთვის, ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ძლიერი და დამოუკიდებელი ხართ. ეს უპირობოდ იმის მაჩვენებელია, რომ თქვენს მომავალ ცხოვრებაში ამჟამინდელ პარტნიორს ვერ ხედავთ.
15. როდესაც ურთიერთობა ვალდებულებად იქცევა
მთელი დღის ერთად გატარება, ხშირად, არა სიყვარულის გამოხატვა, არამედ ვალდებულებით გამოწვეული ქმედებაა. რა თქმა უნდა, დროს წყვილი ერთად უნდა ატარებდეს, ბევრს საუბრობდეს და ინტიმური სივრცეც უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ მათ პირადი სივრცე არ აქვთ, ეს ყველაფერი ხშირად ვალდებულებამდე დადის.
რასაკვირველია, წყვილს ერთმანეთის მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობებიც უნდა ჰქონდეს, მაგრამ, იმაზე ფიქრიც აუცილებელია, ეს ყველაფერი სიყვარულის გამო ხდება თუ ვალდებულებით.
ყველა შეყვარებულ ადამიანს უწევს კომპრომისებზე წასვლა და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ, როდესაც დათმობებზე იმის გამო მიდიხართ, რომ თავს მხოლოდ ვალდებულად თვლით, მსგავსი ცხოვრების წესი ჩვეულებად გექცათ, მაშინ ნამდვილად დროა ეს ურთიერთობა დაასრულოთ.
ურთიერთობები, ისევე, როგორც ყველაფერი გარშემო, არ არსებობს მხოლოდ შავი და თეთრი, ცუდი და კარგი, იდეალური და აუტანელი. ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია და შესაბამისად,ურთიერთობებსაც ინდივიდუალურად აყალიბებენ. მიუხედავად ამისა, არსებობს რიგი პრობლემები, რომლებიც თითქმის ყველა ტიპის ურთიერთობაში იჩენს თავს. საუბარი პრობლემებზე ყველაზე თამამი და სწორად გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ურთიერთობა თქვენთვის ძვირფასია.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სიყვარულის შენარჩუნება, ბედნიერება, მამაკაცები, ურთიერთობა, ბედნიერი წყვილი, პრობლემები, ქალები, რჩევები
allwomenstalk.com
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია