LIFE

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ძალიან აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას

5 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ძალიან აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას

თითქმის ორი წელია, ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა და გართულდა. ამ პერიოდში, ჩვენს უმრავლესობას დაავიწყდა, რომ სხეულს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. ეს გულისხმობს, როგორც ზოგიერთი ჯანმრთელი ჩვევის დანერგვას, ასევე, ზოგიერთ მავნე ჩვევაზე უარის თქმას.

ხშირად, ყოველგვარი გაცნობიერების გარეშე, ჩვენ ვაზიანებთ სხეულს და შესაბამისად, მენტალურ ჯანმრთელობას...

1. ვაქცინაციაზე უარის თქმა 

ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობისთვის, არის ვაქცინის გაკეთება, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსები.

2. ცუდი ძილი 

ძილის დროს, სხეულის ძირითადი სისტემები „იტვირთება“. როდესაც ვერ ახერხებთ გამოძინებას და დასვენებას, თქვენი გული, ტვინი და იმუნური სისტემა ზიანდება. უხარისხო, ცუდი ძილი დაკავშირებულია უამრავ სერიოზულ დაავადებასთან. მათ შორისაა კიბო, გულის დაავადები და დემენცია. ექსპერტები გვირჩევენ, რომ მოზრდილი ადამიანისთვის აუცილებელია 7-9 საათი მშვიდი, უწყვეტი ძილი.

3. უმიზეზო ნერვიულობა

ქრონიკული სტრესი ტვინს აიძულებს გამოიმუშავოს სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, რომელსაც არაერთი უარყოფითი ფიზიკური ეფექტი აქვს. მათ შორისაა დასუსტებული იმუნური სისტემა. 

ადამიანები, რომლებიც განიცდიან ქრონიკულ სტრესს, უფრო მიდრეკილნი არიან გაციების და ვირუსული ინფექციებისკენ. ასევე, ჭარბი კორტიზოლი „აიძულებს“ სხეულს შეინახოს ცხიმი მუცლის არეში, რაც ზრდის კიბოს და გულის დაავადებების განვითარების რისკს. 

4. ბევრი ალკოჰოლის მიღება 

ჭარბი ალკოჰოლი ზრდის გულის დაავადებების, რესპირატორული ინფექციების, სეფსისის და კიბოს მინიმუმ შვიდი სახეობის განვითარების რისკს. ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება.

ექსპერტების აზრით, მამაკაცებისთვის დღიური ნორმა 2 ჭიქა ალკოჰოლია, ხოლო ქალებისთვის, მხოლოდ 1 ჭიქა. თუმცა საუკეთესო გადაწყვეტილება, ალკოჰოლის ყოველდღიური მოხმარებისგან თავის შეკავებაა.

5. სრული მარტოობა 

მარტოობის შეგრძნება იწვევს სტრესულ რეაქციას, რაც ანთების გამომწვევი მიზეზია. ასევე, ის პოტენციურად აზიანებს გულს, იმუნურ სისტემას და ტვინს. კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანები, რომლებიც მარტოსულად გრძნობენ თავს, კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკით გამოირჩევიან. 

ჯანმრთელობას გისურვებთ!