ჯანმრთელობა

12 გზა, როგორ შეიყვაროთ საკუთარი სხეული - თქვენს წონას მნიშვნელობა არ აქვს!

12 გზა, როგორ შეიყვაროთ საკუთარი სხეული - თქვენს წონას მნიშვნელობა არ აქვს!

ცხოვრებაში ერთხელ, ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. მოდით, რთული და დამღლელი წლის მიწურულს, მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სამუდამოდ შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

იმის ნაცვლად, რომ აირჩიოთ წონაში დაკლება ან სხვა სახის მიზანი, რომელსაც იანვრიდან ან მომდევნო ორშაბათიდან დაგეგმავთ, რატომ არ უნდა დაიწყოთ ახლა? რატომ არ უნდა შეიყვაროთ თქვენი სხეული ზუსტად დღეს? 

გადაწყვიტეთ, რომ წელს, (დიახ, წელს და არა ახალი წლიდან) უფრო მეტად გიყვარდეთ თქვენი თავი და აირჩიეთ ახალი ცხოვრებისეული მანტრა: „მე მიყვარს ჩემი სხეული“. 

1. იმედიტირეთ კვირაში ერთხელ (ან მეტჯერ!) და ყოველდღიურად გაიმეორეთ თქვენი მანტრა.

2. შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, რომელშიც თავს საოცრად კარგად გრძნობთ.

3. აღმოაჩინეთ თქვენთვის საყვარელი ჯანსაღი რეცეპტები და ისწავლეთ მათი მომზადება.

თქვენ გახდებით ექსპერტი იმ კერძების მომზადებაში, რაც გაბედნიერებთ.

4. ყოველდღიურად უთხარით საკუთარ თავს ერთი კომპლიმენტი, როგორი მცირეც არ უნდა იყოს ის.

5. აკონტროლეთ, თუ რამდენ წყალს სვამთ ყოველდღიურად. თვის მიზნად დაისახეთ დღის განმავლობაში 2-2.5 ლიტრი წყლის მიღება.

მეტი ენერგია გაქვთ? გაუმჯობესებულია თქვენი განწყობა?

6. აირჩიეთ თქვენი სხეულის საყვარელი ნაწილი და იპოვეთ მისი ხაზგასმის საშუალებები.

ამაყობთ თქვენი ფეხებით? მაშინ უფრო ხშირად მოირგეთ მოკლე კაბა. იქნებ თქვენი ზურგის კუნთები გიყვართ? მაშინ უზურგო ტანსაცმელზე რას იტყოდით?

7. ატვირთეთ სელფი ან საკუთარი სურათი ფეისბუქსა ან ინსტაგრამზე - გულები და მოწონებები, ნამდვილად აამაღლებს თქვენს თავდაჯერებულობას!

8. ყოველ ჯერზე, როდესაც საკუთარ თავის სხვებთან შედარებას დაიწყებთ, მათ სილამაზესთან ერთად, საკუთარი მშვენიერებაც აღნიშნეთ.

9. დაგეგმეთ თავის მოვლის დღე (ან ორი... ან სამი).

გაიკეთეთ მასაჟი, გაიკეთეთ სახის ნიღბები ან წადით იოგაზე. იზეიმეთ თქვენი სხეული და თქვენი ჯანმრთელობა!

10. გახადეთ ეს წელი „თქვენი წელი“ და შეწყვიტეთ სხვების კრიტიკა და განსჯა.

და თქვენ აღმოაჩენთ, რომ უფრო კეთილი გახდით საკუთარი თავის მიმართაც!

11. ყოველ ჯერზე, როცა თავს ცუდად იგრძნობთ, მიიღეთ თქვენი ცუდი ემოციები - გააანალიზეთ, გაუშვით და ყველაფერი გააკეთეთ, რომ თქვენი დღე ჩვეულებრივ გაგრძელდეს.

ნუ იგრძნობთ თავს ცუდად იმის გამო, რომ ცუდი ემოციები გაქვთ - ეს სავსებით ნორმალურია!

12. ივარჯიშეთ იმიტომ, რომ გიყვართ თქვენი სხეული და არა იმიტომ, რომ ის გძულთ!

იპოვნეთ ის ვარჯიში, რომელიც გიყვართ, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებთ - და არა ის, რისი გაკეთებაც გსურთ, რადგან წონის დაკლებას ან გარეგნობის შეცვლას ცდილობთ. მაშინაც კი, თუ ეს უბრალოდ სიარულია, დამატებითი მოძრაობა გაზრდის ენდორფინების დონეს, ბედნიერების გრძნობას და თქვენ შინაგანად გაბრწყინდებით.