სილამაზე

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

მშრალი, დახეთქილი ხელები ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. გარდა იმ დისკომფორტისა, რაც სიმშრალეს, დამსკდარ კანსა და სისხლდენას ახლავს თან, არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა - როდესაც თქვენი კანის ბარიერი დაზიანებულია, კანის ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ეგზემა, ფსორიაზი და ატოპიური დერმატიტი - მწვავდება.

1. ატარეთ ხელთათმანები 

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

„ოქროს წესი ასეთია: თუ საკმარისად არ ცივა იმისთვის, რომ ქუდის დაიხუროთ, მაინც საკმარისად ცივა იმისთვის, რომ ხელთათმანები ატაროთ.

ასევე, თქვენ უნდა გაიკეთოთ რეზინის ხელთათმანები ჭურჭლის რეცხვისას ან დასუფთავებისას. მართალია ეს რეკომენდაცია ყველა სეზონს შეეხება, თუმცა ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“ - გვირჩევს ფრანჩესკა ფუსკო, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და დერმატოლოგი.

2. დატენიანება, დატენიანება, დატენიანება

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

შეინახეთ დამატენიანებელი კრემი ყველაგან - მაგიდის უჯრაში, ჩანთაში, სამზარეულოში, საწოლის ტუმბოზე თუ სხვა ადგილებში. მოკლედ, ყველგან!

”განმეორებითი დამატენიანებელი დღის განმავლობაში კვებავს, კურნავს და იცავს კანს თქვენს ”.

3. აქერცვლა

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

„ადამიანთა უმეტესობა არ ფიქრობს ხელების აქერცვლაზე, მაგრამ ეს მოგაშორებთ მკვდარ კანს, რის შემდეგაც დამატენიანებელი კრემი უკეთესად შეიწოვება“.

აურიეთ ცოტა ქოქოსის ზეთი და შაქარი, შემდეგ შეიზილეთ ხელებზე წრიული მოძრაობებით. ან უბრალოდ გამოიყენეთ თქვენი საყვარელი სახის ექსფოლიანტი.

4. სწორად შეარჩიეთ ხელის სადეზინფექციო საშუალებები

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

ხელის სადეზინფექციო საშუალებები მარტივად და სწრაფად აშრობენ ხელის კანს. ამიტომ დააკვირდით, რამდენ ხანს ძლებს ხელის სადეზინფექციო საშუალება.

დოქტორი ფუსკო გვირჩევს ავირჩიოთ ისეთი სადეზინფექციო საშუალება, რომელსაც აქვს დამატენიანებელი თვისებები, შესანიშნავია მგრძნობიარე კანისთვის და შეგიძლიათ ის წაისვით დამატენიანებელი კრემის შემდეგ.

5. დაიბანეთ ხელები დამატენიანებელი საპნით

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

ცხელი წყლისა და საპნის ხშირი გამოყენება, თქვენი კანიდან გამოდევნის ბუნებრივ ცხიმებს.

„აირჩიეთ ხელის დამატენიანებელ საპონი და დარწმუნდით, რომ წყალი თბილია და არა ცხელი“.

6. მოერიდეთ ხელის საშრობს

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

დოქტორ ფუსკოს თქმით, ცხელი ჰაერი კიდევ უფრო აშრობს თქვენს კანს. ამიტომ, აირჩიეთ ხელსახოცი ან პირსახოცი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ხელის საშრობი.

7. ნუ უგულებელყოფთ კუტიკულებს

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რათა ამ ზამთარს, თქვენი ხელები გლუვი და რბილი იყოს

თქვენი კუტიკულები და ფრჩხილები ისეთივე მგრძნობიარეა ზამთრის მკაცრი ამინდის მიმართ, როგორც ხელები. დოქტორი ფუსკო გვირჩევს ყოველდღიურ რუტინაში, კუტიკულის დამარბილებელი ზეთი ან კრემი დავამატოთ.