სილამაზე

გაიცანით თმის მოვლის უჩვეულო მეთოდი, რომელიც ბზინვარე და გლუვი თმის საიდუმლოა

გაიცანით თმის მოვლის უჩვეულო მეთოდი, რომელიც ბზინვარე და გლუვი თმის საიდუმლოა

თმის „პირიქით“ დაბანის მეთოდი გულისხმობს შამპუნის წინ კონდიციონერის გამოყენებას. დიახ, ესაა ყველაზე მარტივი ხრიკი, რომლის საშუალებითაც თქვენი თმა ბზინვარე და გლუვი გახდება. 

შამპუნის წინ კონდიციონერის გამოყენება შეიძლება გიჟურად ჟღერდეს, მაგრამ ეს თმის დატენიანების შესანიშნავი საშუალებაა. ამასთან, კონდიციონერი ასუფთავებს თმას და შამპუნის თანაბარ განაწილებაში გეხმარებათ. მაგრამ მოდი, მივყვეთ დეტალურად...

რატომაა ცუდი არჩევანი თმის დაბანის ტრადიციული მეთოდი?

თმის დაბანის ტრადიციულ მეთოდში ცუდი არაფერია. ის უხდება თითქმის ყველა ტიპის თმას, განსაკუთრებით კი სქელ, მშრალ და უხეშ თმას. თუმცა, ეს მეთოდი არ არის იდეალური არჩევანი ცხიმიანი და თხელი თმის შემთხვევაში.

შამპუნის შემდეგ კონდიციონერის გამოყენება ამძიმებს თხელ თმას და დაბანის შემდეგ კიდევ უფრო აცხიმიანებს. უფრო მეტიც, პროდუქტის განმეორებითი გამოყენების შემთხვევაში, ის სკალპზე გროვდება. დაგვეთანხმებით, რომ ცხიმიანი თმის შემთხვევაში, ეს ნამდვილი კატასტროფაა. თმის მოვლიდან კონდიციონერის ამოღებაც არ არის ეფექტური ვარიანტი, რადგან შამპუნების უმეტესობა თმას უბრალოდ აშრობს...

ამიტომ, შამპუნის წინ, გამოიყენეთ კონდიციონერი!

მზად ხართ ექსპერიმენტისთვის? მაშინ მიჰყევით ინსტრუქციას:

· დაასველეთ თმა და წაისვით კონდიციონერი. გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში.

· მხოლოდ წყლის საშუალებით ჩამოიბანეთ კონდიციონერი.

· დაიმატეთ შამპუნი. გამოიყენეთ ჩვეულებრივზე ნაკლები პროდუქტი.

· ჩამოიბანეთ შამპუნი გრილი წყლით, რათა დაიხუროს თმის ფორები.

· შეიფუთეთ თმა პირსახოცში, რათა შეიწოვოს ზედმეტი წყალი.

· გაიშრეთ ჰაერზე.

რა უპირატესობები აქვს ჩვენს რეკომენდაციას?

· არბილებს თმას ტექსტურას, ანიჭებს მას მოცულობას და ბზინვარებას.

· დამძიმების და გაცხიმიანების გარეშე კვებავს და ატენიანებს თმას.

· აადვილებს თმის დავარცხნას.

· იცავს თავის სკალპს გაცხიმიანებისგან, ინარჩუნებს თმის სისუფთავეს.შედეგად, თავიდან აგარიდებთ ხშირი დაბანის აუცილებლობას.

· ხელს უშლის პროდუქტის თავის კანზე დაგროვებას.

· ხელს უწყობს თმის დამორჩილებას და შედეგად, მარტივად მიიღებთ სასურველ ვარცხნილობას.

ეს მეთოდი ყველასთვის შესაფერისია?

დიახ, ის შესაფერისია ყველა ტიპის თმისთვის. თუმცა, თხელი და ცხიმიანი თმის შემთხევვაში, მისი უპირატესობები უფრო აშკარაა.

· სწორი თმა: თმა დატენიანებული და რბილია. აქვს აბრეშუმის ეფექტი.

· ხვეული, ტალღოვანი თმა: თმა დატენიანებული, მორჩილი და მოცულობითია. ადვილია თმის დამორჩილება.

· მოკლე თმა: თუ ხშირად იბანთ მოკლე თმას, ეს მეთოდი დაგეხმარებათ ტენიანობის შენარჩუნებასა და ცხიმიანობის კონტროლში.