29 „უხილავი“ პრივილეგია, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერ ამჩნევს
- 07.02.2022
ალბათობაა, რომ თუ ამ სიტყვებს კითხულობ, უკვე ძალიან პრივილეგირებული ხარ. პირველ რიგში, შენ გქონდა შესაძლებლობა გესწავლა კითხვა და მეორეც, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ინტერნეტზე გაქვს წვდომა. თუმცა ადვილია დაივიწყო რამდენად გაგიმართლა, რადგან შენთვის, ეს ყველაფერი გარანტირებულია...
მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც გარანტირებული არაფერია, ვისთვისაც ინტერნეტი ყველაზე შორეული რეალობაა, წერა-კითხვის უნარი კი, აუხდენელი ოცნება...
მოდი ერთად გადავხედოთ ჩვენს „უხილავ“ პრივილეგიებს და შევახსენოთ საკუთარ თავს, თუ რამდენად გაგვიმართლა!
1. სხეული, რომელშიც ყველაფერი გამართულად მუშაობს.
2. ემოციურად და ფინანსურად სტაბილური მშობლები, რომლებიც ზრუნავენ და მხარს გიჭერენ.
3. ვაქცინაცია - განვითარებად ქვეყნებში, ჯერ კიდევ იღუპებიან ადამიანები ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა და ჩუტყვავილა, რადგან მათ არ აქვთ ვაქცინაციის შესაძლებლობა.
4. იმდენი ძილი, რამდენიც გჭირდება.
5. სამუშაოს დატოვების შესაძლებლობა, ფინანსური სტაბილურობის დაკარგვის შიშის გარეშე...
6. ირგვლივ გყავდეს ადამიანები, ვისაც შეუძლია და დაეხმარება.
7. მთავრობის გაკრიტიკება შიშის გარეშე.
8. კონფიდენციალურობა - ბევრს ეს არ აქვს.
9. ბედნიერი, ლაღი და თავისუფალი ბავშვობა.
10. სასმელი ონკანის წყალი
11. ძილისთვის უსაფრთხო ადგილის არსებობა.
12. ცხოვრება ფსიქიკური დაავადების გარეშე - ბევრი ადამიანი, უბრალოდ ვერ აცნობიერებს, რამდენად იღბლიანია.
13. როდესაც სახლში არ ყინავს, არც ცხელა და სახურავიდან წყალი არ ჟონავს...
14. მანქანის ყიდვის შესაძლებლობა.
15. ელექტროენერგია ყოველდღიურად - არსებობს ადგილები, სადაც ელექტროენერგია გაყვანილიც კი არ არის!
16. ტანსაცმლისა და ნივთების ხშირად გამოცვლის შესაძლებლობა
17. ღამით უსაფრთხო გასეირნების შესაძლებლობა
18. უსაფრთხოების განცდა სახლში, რადგან მშობლები ან და-ძმები შეურაცხყოფას არ გაყენებენ.
19. იცოდე, როდის იქნება შემდეგი კვება...
20. ცხელი შხაპი - საუკეთესო რამ, რასაც ყველა გარანტირებულად იღებს!
21. შვილების ჯანმრთელობა!
22. ფაქტი, რომ ციდან ბომბები არ ცვივა...
23. საერთაშორისო მოგზაურობის მარტივი შესაძლებლობა - შენს პასპორტს, ყველა ქვეყანა აღიარებს!
24. წერა-კითხვის უნარი!
25. სუნთქვა ძალისხმევის გარეშე.
26. იცი, რომ შენ ლამაზი ხარ?
27. ის ფაქტი, რომ სხვა ადამიანის რეალურ პრობლემებს ვერც კი ამჩნევ, არ ფიქრობ და გულთან ახლოს არ მიგაქვს...
28. ფაქტი, რომ შენმა მშობლებმა გადაიხადეს შენი სწავლის ფული.
29. ძირითადად ყველაფერი - მსოფლიოში უამრავი ადამიანი, ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ იბადება.
თემები: ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, რჩევები
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია