LIFE

4 რამ, რაც არასოდეს არ უნდა უთხრათ ქალს (ცხადია, თუ განქორწინება არ გსურთ)

4 რამ, რაც არასოდეს არ უნდა უთხრათ ქალს (ცხადია, თუ განქორწინება არ გსურთ)

1. "ახლა რაღა ხდება?"

ეს გამოხატავს დისკომფორტს და აღშფოთებას იმის გამო, რომ თქვენს ქალს, რაღაცის გაზიარება სურს. ყოველი მცდელობა, რომ მან რაღაც გაგიზიაროთ, რაღაც მოგიყვეთ, ესაა ემოციური დაკავშირების სურვილი.

ამიტომ, თქვენს საყვარელ ქალს, იმედებს ნუ გაუცრუებთ. ამის ნაცვლად უთხარით: „აბა მომიყევი, რა ხდება. გისმენ.”

2. “ადრე უფრო ლამაზი სხეული გქონდა. მგონი, გასუქდი.”

ეს არის შეურაცხყოფა. თუ გსურთ მის სხეულზე ისაუბროთ, ჯერ გააცნობიერეთ, რომ მან უკვე გააჩინა ორი შვილი; თქვენი პირველი პაემნიდან 10 წელი გავიდა და თქვენც შეიცვალეთ…

დიახ, ის აღარ არის 25 წლის გოგო და არც თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც ერთი დანახვით შეუყვარდა. ეს ბუნებრივი, ნორმალური და ადამიანური მომენტია, რომელიც უნდა მიიღოთ და აღიაროთ.

3. "როგორც შენ გინდა, ყოველთვის ისე მოვიქცევით."

და ამით თქვენ მას ეუბნებით, რომ ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება, არა იმის გამო, რომ ეს დაიმსახურა, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ამის საშუალებას აძლევთ. დიახ, ეს საოცრად მოსაწყენი მიდგომაა - ცხოვრება თამაშისა და აზარტის გარეშე...

ამის ნაცვლად არსებობს ორი ჯადოსნური კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საყვარელ ქალს: "რას გრძნობ?" და "რა გჭირდება?"

4. "გამუდმებით რატომ გჭირდება რაღაც?"

ეს აშკარად შეურაცხყოფაა. ჩვენ ყველას გვჭირდება რაღაც, განსაკუთრებით კი, რომანტიკულ ურთიერთობებში. ურთიერთობა ორმხრივი კონტრაქტია, ამიტომ მოთხოვნილებების ქონა და ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე თანხმობა არის კონტრაქტის მთავარი პირობა, თანაც, ნებისმიერ სასიყვარულო ურთიერთობაში.

და თუ ამისთვის მზად არ ხართ, მაშინ არც ურთიერთობა არ უნდა წამოიწყოთ...