5 ოქროს წესი 54 წლის ჯულია რობერტსისგან - კანის ახალგაზრდობის საიდუმლო!
- 25.02.2022
ჯულია რობერტსი, 80-იანი წლების ბოლოს გახდა პოპულარული და გულწრფელად რომ შევაფასოთ, მას შემდეგ უნაკლოდ გამოიყურება. ამიტომ საინტერესოა, რა საიდუმლოს მალავს მისი სილამაზე?
წესი #1 - მას არასოდეს ავიწყდება მზისგან დამცავი კრემის გამოყენება
ჯულიას ინსტაგრამი სავსეა ფოტოებით, სადაც შვილებთან ერთად, მზის სხივებს თამამად ეფიცხება. 2017 წლის ინტერვიუში მან აღნიშნა:
„მე პასუხისმგებლიანი მშობელი ვარ, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. ბავშვებს ძალიან უყვართ გარეთ ყოფნა, ამიტომ მთლიანად კარგი მზის დამცავი საშუალების იმედად ვარ."
წესი #2 - ის ყოველთვის სუფთა სახით იძინებს
რობერტსი მტკიცედ სწამს, რომ ძილის წინ მაკიაჟი აუცილებლად უნდა მოიშოროს.
"კარგი პროდუქტების გამოყენების შემთხევავაში, როდესაც მაკიაჟს იშორებ, მეორე დილით იღვიძებ და ისე გამოიყურები, თითქოს უკვე გაიკეთე მაკიაჟი."
როგორც Lancôme-ის დიდი ხნის ელჩი, ნამდვილად არ არის გასაკვირი, რომ მსახიობი სწორედ ამ ბრენდის პროდუქციას იყენებს.
წესი #3 - მას არ ავიწყდება დატენიანება
და დატენიანება არ გულისხმობს მხოლოდ სახის კანის მოვლას. სამი შვილის დედა აღნიშნავს, რომ "ძალიან მიშრება ხელები ჭურჭლის რეცხვისგან".
ბუნებრივი საშუალება, რომელსაც ჯულია იყენებს, ეს არის ბუნებრივად დაწურული ზეითუნის ზეთი. Vogue Italia აღნიშნავს, რომ მსახიობი ზეითუნის ზეთს თბილი წყალში აზავებს და შემდეგ, ნიღბის მსგავსად ისვამს სახესა და თმაზე, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.
წესი #4 - მისი რუტინა მინიმალურია
”რეგულარულ დღეს, უბრალოდ ვიხეხავ კბილებს, ვიბან სახეს, ვისვამ დამატენიანებელ კრემს და შემდეგ მზისგან დამცავ საშუალებებს. მე დაკავებული დედა ვარ."
წესი #5 - მისი კვება გააზრებულია
საიდუმლო არ არის, რომ კვება, პირველ რიგში, კანზე აისახება.
”ჩვენ აუცილებლად ვცდილობთ გააზრებულად ვჭამოთ. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს შვილებს: კარგი ჯანმრთელობისთვის, კარგი კვება აუცილებელია. თუმცა, კვებითი რეკომენდაციების გაცემა ადვილი საქმე არ არის, ეს პროფესიონალებს უნდა ვანდოთ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დალიეთ წყალი, დაიძინეთ და იყავით მხიარული“.
თემები: რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, თავდაჯერებულობა, ჯულიარობერტსი