ცხოვრება გაცილებით ადვილი იქნებოდა, თუ გვქონოდა პასუხების ფურცელი, სადაც რთული სიტუაციების ამოხსნა ეწერებოდა...
წესი #1 - თქვენ არ შეგიძლიათ ვინმეს თავი შეაყვაროთ
ადამიანები არ არიან ვალდებულნი, რომ თქვენს გრძნობას სიყვარულითვე უპასუხონ. დაფიქრდით, რა წარმოუდგენელია იმ ადამიანის შეყვარება, ვისაც მართალია უყვარხართ, მაგრამ თქვენ არც კი მოგწონთ - ზუსტად იგივეა თქვენს შემთხვევაშიც.
წესი #2 - თუ ადამიანს უყვარხართ, ამას აუცილებლად იგრძნობთ
თუ ადამიანს უყვარხართ, ამას აუცილებლად შეამჩნევთ. არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოავლენს ეს ადამიანი საკუთარ გრძნობებს. თქვენ უბრალოდ იგრძნობთ და დაინახავთ ამ სიყვარულს. ხოლო თუ სიყვარულს ვერ გრძნობთ, მაშინ პასუხიც უკვე იცით...
წესი #3 - თქვენ უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი, რათა სხვების შეყვარება შეძლოთ
საკუთარი თავის სიყვარული არ არის ეგოიზმი ან საკუთარ თავის გაღმერთება: ესაა თქვენი სურვილებისა და გრძნობების პატივისცემა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არასოდეს უღალატებთ საკუთარ თავს და შეინარჩუნებთ ღირსებას.
თუ იცით როგორ გიყვარდეთ საკუთარი თავი, მაშინ, თქვენ ასევე მოექცევით სხვა ადამიანებს და არასოდეს აიძულებთ მათ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ.
წესი #4 - ნუ დარჩებით მასთან, ვისაც აღარ უყვარხართ
ეს ჩვეულებრივი შეცდომაა. რაც არ უნდა სასტიკად ჟღერდეს, არავინ არ არის ვალდებული სამუდამოდ უყვარდეთ. არ აქვს მნიშვნელობა, ერთად 3 შვილი გააჩუნეთ თუ ბრილიანტებით მოპირკეთებული სასახლე ააშენეთ. დასასრული დასასრულია, ეცით პატივი საკუთარ თავს და ეს ფურცელიც გადაშალეთ.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, პრობლემები, რჩევები